საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ელექტრონული წიგნები [7]
სამხედრო სახელმძღვანელოები და წიგნები
ისტორია [26]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
ხუთშაბათი, 12-დეკემბერში-24, 00.18
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ელექტრონული წიგნები

ქართლის ცხოვრება ნაწილი IV

                                                 26
სიხარული, რომელსა არა აქუს მწუხარება და სიმდიდრე, რომელსა არა შეუდგს სიგლახაკე და მხიარულება, რომელსა არა განკუეთს ურვა და მეფობა, რომელსა არა აქუს აღსასრული, და მუნ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღურევს სიკუდილი.
გადამწერის ანდერძი საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარმართენ უფალო. ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესაობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მოვიდეთ სული ქრისტეანობისა და ვიცანთ ღმერთი, ისმინეთ აღწერილი აბიათარისი.
ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთა-ვე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთა დედოფალი ნესტან-დარეჯან, და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა. ესენი იყუნეს უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნენი, მაშენებელნი ეკლესიათანი. რამეთუ ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა ვერ ჴელ ეყო განწმედად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმიდნეს ყოვლისაგან ღუარძლისა, აღაშენნეს ცაჲ და გუმბათი და სამჴრონი რაბამ რა-მე აღმატებულად და შემსგავსებულად, ვითარცა ჯერ იყო წინანდელთა ქმნულთა ნივთთა სიკეთითა და მოქმნულებისა შეუსწორებელობისა. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა ხატთა
და სიწმიდისა სამსახურებელთა, ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა, შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათჳს. შემდგომად ამათ თანა რა-ოდენნი-მე ეკლესიანი აღაშენნეს და რა-ოდენნი-მე წარმართთაგან შეგინებულნი ეკლესიანი განწმიდნეს სახლად ღმრთისა და წარსამართებელად მეფობისა თჳსისა.
ღმერთო და ყოველნო წმიდანო მისნო და წმიდაო გიორგი ალავერდისაო, მთავარ-მოწამეო,მცველ და მფარველ, მჴარსა მდგომელ და განმმარჯუებელ ექმნენით ორთა ცხორებათა შინა პატრონთა: დედოფალთა დედოფალსა ნესტან-დარეჯანს,
და ძესა მათსა, ღმრთივ-გჳრგჳნოსანსა მეფესა ალექსანდრეს, და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა; დაღაცათუ ჩუენ შეუძლებელ ვიყვენით, არამედ ბრძანებათა მისთა ვერ-ღა-რა ურჩ ვექმნენით. ხოლო ჩუენ ძალისა-ებრ, ვითარცა ძალ-გუედვა, ვიღუაწეთ, დაღაცათუ ნაღუაწი ესე უნდო და უშუერ არს, არამედ შენდობა იყავნ ყოველთაგან.

Category: ელექტრონული წიგნები | Added by: Giorgi (14-ოქტომბერში-09)
Views: 1141 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site