18 სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ, არამედ სავსე იყო სისხლითა ქრისტიანეთათა: რამეთუ ოდეს-მე ყვიან ღავღავი და თჳნიერ მიზეზისა-ცა მოსრნიან რა-ოდენნი პოვნიან ქრისტიანენი, ხოლო ოდეს-მე ქარავანსა თანა შემოყოლილთა თურქთა ზედა გასცნიან შემომავალ-გამომავალნი ქრისტიანენი, და ტყუეობად და სიკუდილად მისცნიან, და ესრეთ ისრვოდა ქუეყანა მრავალ-ჟამ, რომელი-ესე ფრიად ეძჳნებოდა სულსა დავითისსა. შემოვიდა ოდეს-მე ქარავანი დიდი განძით, და თანა შემოჰყვეს თურქნი დიდნი. ცნა რა მეფემან, გაგზავნნა მონათაგანნი თხუთმეტნი კაცნი რჩეულნი, რათა ლოჭინით კერძო ნახირი მძოვარი ქალაქისა წარმოიტაცონ, ნუ უკუე იგი თურქნი გამოვიდენ დევნად, და მოსწყჳდნეს ამით ღონითა. ხოლო თჳთ სამასითა ოდენ მჴედრითა დაიმალა ღელეთა ავჭალისათა, და არა-ვის მიენდო მჴედარსა სხუასა, არამედ თჳთ მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურველო, ჴრმლითა ოდენ. და თანა წარიტანა წიგნი ღმრთის-მეტყუელი, და ამცნო სპათა არა შეძრვად ყოვლად-ვე მისლვადმდე მისა მათთანა. ხოლო მონათა მათ ყვეს ბრძანებული მათდა, და წარმოიღეს ნახირი; მოეწივნეს თურქნი ვითარ ასი კაცი. და შემდგომად დიდისა ომისა ჩამოყარნეს მონანი და დაუჴოცნეს ცხენნი, გარნა ქუეით-ცა იბრძოდეს ფიცხლად. ხოლო მეფე ცხენსა რა გარდაჴდა, არა ჰგონებდა ჯერეთ მოსლვასა: შეექცა კითხვასა და ესე-ოდენ წარიტყუენა მისგან გონებითა, რომელ სრულიად დაავიწყდა წინა-მდებარე საქმე, ვიდრემდის ჴმა რა-მე კივილისა შემოესმა ყურთა. მყის დაუტევა წიგნი მუნ-ვე, და აღმჴედრებული მიჰყვა მას ჴმასა. და ვითარცა ზედა წარადგა მონათა თჳსთა, ესე-ვითარსა ღუაწლსა შინა მყოფთა, -- და რამეთუ აშორვიდა სპათა თჳსთა, და უკეთუ-მცა მათდა ცნობად წარსულ იყო, მონათა დაუჴოცდეს, -- მსწრაფლ შთაბრიალდა ვითარცა არწივი, და დააბნივნა ვითარცა კაკაბნი, და მსწრაფლ ესე-ოდენნი მოსწყჳდნა, რომელ მათნი ცხენნი კმა ეყვნეს მონათა მათ. და აღმჴედრებულთა ესე-ოდენნი მოსრნეს, რომელ მცირედნი-ღა შეესწრნეს ქალაქს. ხოლო გზანი სავსენი იყვნეს მძორითა მათითა და ფრიადისა ცემისაგან ჴრმალმან-ცა და ღულარჭნილმან უარ ყო ქარქაში თჳსი. მაშინ-ღა მოვიდა სპათა თჳსთა თანა, რომელნი ფრიად აბრალებდეს მას. განიცადეთ-ღა ჩემდად, რომელ ესე-ვითარსა საქმესა შინა და ესე-ოდენ უცალოსა წიგნი-ვე აქუნდეს უსასწრაფოესად საქმედ. და ესენი ესე-ოდენ. ხოლო ვთქუა ესე-ცა, ვითარმედ უკეთუ-მცა არა წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემცნებანი, პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილ ძღუანებულთა, ანუ ვერას წარმართებულთა შემთხუეულნი წინა-განსაკრძალებელად სახედ არა შემოეხუნეს და არა მოეჴმარნეს, ვითარცა იტყჳს სოლომონ, ვითარმედ: "იცნის ქცეულებანი ჟამთანი, აღჴსნანი იგავთანი და გარდასრულთა შეამსგავსნის მომავალნი", -- არა-თუ-მცა ესენი ესრეთ, კუერთხი მეფობისა ესე-ოდენ დამდაბლებული, ესე-ოდენ ძნელი და ნანდჳლ-ვე დიდი განსაგებელი რათა იპყრა ესრეთ მაღლად, ვითარ ვერ-ვინ სხუამან. რამეთუ განბრძნდა უფროს ბესელ[იელ]ისსა (!) და უმეტეს ეთამ ისრაიტელისა, წერილისა-ებრ; და ვითარ ვინ აღრაცხნეს რა-ოდენნი საქმენი ეთხოვებიან მეფობასა, რა-ოდენნი მართებანი და განსაგებელნი, კიდეთა პყრობანი, ნაპირთა ჭირვანი,ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 19 განხეთქილობათა კრძალვანი, სამეფოსა წყნარებისა ღონენი, ლაშქრობათა მეცადინობანი, მთავართა ზაკვისა ცნობანი, მჴედართა განწესებანი, საერონი შიშნი, საჴელოთა და საბჭოთა სჯანი, საჭურჭლეთა შემოსავალნი, მოციქულთა შემთხუევანი და პასუხნი, მეძღუნეთა ჯეროვანნი მისაგებელნი, შემცოდეთა წყალობითნი წურთანი, მსახურებულთა ნიჭ-მრავლობანი, მოჩივართა მართალნი გამოძიებანი, მოსაკითხავთა შესატყჳსნი მოკითხვანი, სპათა დაწყობანი და ღონიერნი მიმართებანი, და რა-ოდენნი ვინ აღმოწყუნეს სიტყჳთა უფსკრულისაგან სამეფოთა საქმეთასა, რომელთა შინა ვერ-ვინ ძუელთა და ახალთაგან მეფეთა ემსგავსა, ვითარცა საქმენი წამებენ მზისა შარავანდთა უბრწყინვალესნი და ცხადნი, რომელნი სიბრძნითა თჳსითა ქმნნა. რამეთუ სულტანი დასუა მოხარკედ თჳსა, ხოლო მეფე ბერძენთა ვითარ-ცა სახლეული თჳსი; დასცნა წარმართნი, მოსრნა ბარბაროზნი, მრწემად მოიყვანნა მეფენი, ხოლო მონად ჴელმწიფენი; მეოტად წარიქცივნა არაბნი, იავარად ისმაიტელნი, მტუერად დასხნა სპარსნი, ხოლო გლეხად მთავარნი მათნი. და რათა მოკლედ ვთქუა, პირველ ყოფილნი მეფენი, გოლიათნი, გმირნი კაცნი იგი, საუკუნითგან სახელოვანნი, მჴნენი და ძლიერნი, და რათა-ცა საქმეთა ზედა სახელოვანნი, ყოველნი-ვე ესრეთ დასხნა, ვითარცა პირუტყუნი ყოველსა საქმესა შინა. ხოლო კუალად საღმრთოთა სათნოებათა და სულიერთა საქმეთა მისთა ვიეთი გონება მისწუთეს, ანუ მოგონებულსა ვისმან ენამან შეუძლოს თხრობად. რამეთუ ვითარცა ღმერთი მართლ სჯიდა სამწყსოთა თჳსთა თუალ-უხუავითა მით ბჭობითა თჳსითა, და არა სადათ მიდრკებოდა წამი სასწორისა", ვითარცა სოლომონისთჳს გუესმის საბჭოთა შინა და თჳთ მოსეს-მიერნი გუაუწყებენ ბჭობანი და თხრობანი. ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესე-ოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი: ნუ მეტყჳ მისთა სიჭაბუკისათა რათა-მე, რომელნი არ-ცა ღმერთმან მოიჴსენნეს! უწყი ჭეშმარიტებით, რამეთუ ყოველთა ათისა წლისა ჟამთა სამარადისოდ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა თანა-მოწამებითა სჳნდისისათა და არა მხილებითა გონებისათა, რომლისა მოწამე არს სარწმუნო იგი ცათა შინა. კუალად ლოცვისა და მარხვისათჳს რად-ღა საჴმარ არს თქმა, რომლისა იგი საქმარ ოდენ იყო. და კუალად მონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილ-წესიერებასა ლოცვისა და მარხვისასა. ხოლო საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი, და გინება ღმრთისა საძულელი, და ყოველი უწესოება მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა და ურიცხუსა მას შინა სიმრავლესა ენათა ნათესავთასა, ვითარცა ცათა შინა მყოფთა შორის. კუალად წყალობა გლახაკთა ესე-ოდენი აქუნდა, ვიდრემდის აღავსო ზღუა და ჴმელი ქუელის საქმემან მისმან. რამეთუ ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თჳსთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნი-ცა, მთა-წმიდისა და ბორღალეთისანი, მერმე-ცა ასურეთისა და კჳპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროს-ღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 20 ქრისტესი, და მყოფნი იერუსალემისანი თჳთო-ფერთა მიერ შესაწირავთა განამდიდრნა. კუალად უშორეს-ცა ამათსა: რამეთუ მთასა სინასა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი, და წარსცა ოქრო მრავალ-ათასეული, და მოსაკიდელნი ოქსინონი, და წიგნები საეკლესიაო სრულებით, და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა. და კუალად დღითი-დღე წარსაგებელთა, რომელთა თჳსითა ჴელითა მისცემდა ფარულად, ვინ აღრაცხოს თჳნიერ მამისა ზეცათასა, რომელი მიაგებს ცხადად. რამეთუ იყო მისა კისაკი მცირე: აღავსის დრაკნითა რა დღე სარწმუნოთა თჳსთა ჴელითა, და სამწუხროდ ცალიერი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა. ოდეს-მე ნახევარი წარაგის მისი, და ოდეს-მე არა-ვინ ეპოვნის, და ეგრე სავსე მისცის დამარხვად ხვალისა და სულ-თქმითა თქჳს: "დღეს ვერა მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათათა". და ამას არა თუ ჴელოსანთაგან მორთმეულისა იქმოდის, ანუ თუ საჭურჭლით, არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულისა. რომელთაგანი თჳსსა მოძღუარსა იოვანეს მისცა ოდეს-მე დრაჰკანი, ვითარ ოცდაოთხი ათასი, რათა განუყოს გლახაკთა. და ესე-ცა მცირედი მრავლისაგან თქმად შეუძლებელ. ხოლო განათავისუფლნა არა მონასტერნი ოდენ და ლავრანი მოსაკარგვეთა მაჭირვებელთაგან, არამედ ხუცესნი-ცა სამეფოსა შინა მისსა ყოვლისა ჭირისა და ბეგრისაგან, რათა თავისუფალთა საღმრთო მსახურება მიუპყრან ღმერთსა. ხოლო ამათ თანა რა-ოდენნი ეკლესიანი აღაშენნა, რა-ოდენნი ჴიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რა-ოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი, ქვა-ფენილ ყვნა, რა-ოდენნი ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებულნი, განწმიდნა სახლად ღმრთისად, რა-ოდენნი ნათესავნი წარმართთანი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანნა და შეაწყნარნა ქრისტესა, და დადვა მისთჳს უმეტესი მოსწრაფება, რათა-მცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მიიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე და ვითარცა დიდმან კოსტანტინე. სხუათა-ვე კეთილთა თანა აქუნდა ესე-ცა, რამეთუ სლვათა შინა თჳსთა სამეფოთასა სიმრავლითა სპათათა და სიმალითა სლვისათა ვერ ადვილად მიემთხუეოდიან მოჩივარნი და დაჭირებულნი და მიმძლავრებულნი, განაღა ვიეთ-ღა-მე რომელთა საჭიროდ უჴმდის განკითხვა და შეწევნა მეფობრივი, ნუ უკუე და ვინ-მე აღვიდის ბორცუსა ზედა რას-მე, გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა გინა თუ ხესა ვითარცა ზაქე. უკეთუ ოდენ ეპოვის ესე-ვითარი რა-მე, და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თჳსი, ამისთჳს დაედგინნეს კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხვარნი მოჩივართანი, რომელთა მიერ მიიღებდეს კურნებასა. მრავალ-გზის გჳხილავს იგი დამალტობელად ღაწუთა თჳსთა ცრემლითა ხილვასა ზედა თჳთო-სახეთა სენთა მიერ განცდილთასა და ხილვად საძნაურთა, რომელნი შეემთხუევიან მიუნდობელთა ამათ და უბადრუკთა ჴორცთა, რომელთა ზრდის სხუათა უმეტეს ქუეყანა ქუთათისისა. ვინ აღრიცხუნეს ტყუენი, რომელნი მან განათავისუფლნა და რომელნი უკუ-მოიჴსნნა თჳსთა ყივჩაყთაგან ფასითა. ვინ ჯეროვნად წარმოთქუნეს პატივის პყრობანი მონაზონთანი, სიმდაბლით შემთხუევანი და მოკითხვანი, და სიყვარულით შეწყნარებანი მათნი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 21 თჳთოეულისა ნიჭნი და საჴმარნი, რომლითა უზრუნველ ყვნის ყოველთა საჭიროთაგან. ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესე-ცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკჳრველი. არა-რა შორიელი არ-ცა სამეფოთა შინა მისთა, არ-ცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, დიდთა და მცირედთა, საქმე ქმნილი, კეთილი გინა სიტყუა ბოროტი თქმული, -- არა-რა დაეფარვოდა ყოვლად-ვე, არამედ რა-ოდენ-ცა ვის ფარულად ექმნის ანუ თუ ეთქჳს, ყოველი-ვე ცხად იყო წინაშე მისსა, ვიდრემდის გულის-სიტყუანი-ცა და მოგონებანი ვიეთნი-მე მიუთხრნის მათ, რომელთა ზარ-განჴდილ ყვნის. და მონაზონთა განშორებულთა სენაკთა შინა მათთა ქმნილნი ღუაწლნი და სათნოებანი უწყოდნის ცხადად, და სიშორე გზისა ვიდრე ეკლესიამდე ზომით იცოდის, და მოთმინებისათჳს აქებდის და ნატრიდის. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას ცნობდა, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ. რამეთუ არა თუ ცუდად რად-მე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათჳს-მე იქმოდის: ნუ იყოფინ ესე, წარვედ! არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე: პირველად ორგულებასა, და ზაკუასა, და ღალატსა რასა-მე ვერ-ვინ დიდი-ა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებად-ცა, არა თუ თქმად ვისდა, არ-ცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თჳსსა თანა, ანუ მოყუასსა თჳსსა, გინა ყრმათა თჳსთა თანა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსლვასა-ვე თანა სიტყჳსასა საცნაურ ქმნილ არს უეჭუელად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულ-ცა იყვნეს და მხილებულ ესე-ვითართათჳს. ამისთჳს-ცა ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაჲთურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთაგან საკრძალავ და სარიდო. და კუალად მღდელთ-მოძღუართა, მღდელთა და დიაკონთა, მონაზონთა და ყოველთა კაცთა ესე-ვე საქმე ექმნა წესიერებად და გზად ყოველთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინათგან უწყოდიან არა-რას დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა, და ძაგება არა-წმიდათა და უწესოთა საქმეთა. რამეთუ ვერ-ცა მსოფლიო ვინ-მე და ვერ-ცა მოქალაქე, ვერ მჴედარი და ვერ რომელი პატივი და ასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თჳთ მათ მეძავთა-ცა ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშჳდობისათა. ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრეთ ადვილად წარმართნა ამით, ვითარცა ვერ-ვინ ადვილ წარმართის ეგრეთ ამისთჳს-ცა შიში დიდი და ზარი მისი განითქუა კიდეთა ქუეყანისათა, და განკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი. ხოლო შემოკრბა ოდეს-მე წინაშე მეფისა ნათესავი გულ-არ-ძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 22 ფრიად, რომელნი აზმნობდეს თავთა თჳსთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოაჴსენეს, რათა-მცა ყო ბრძანებითა მისითა კრება და ყვეს-მცა სიტყჳს-გება და გამოძიება სჯულისა: უკეთუ იძლივნენ სომეხნი, და იქმნენ თანა-ერთ-ჴმა სჯულისა და თჳსი სჯული შეაჩუენონ; ხოლო უკეთუ სძლონ სომეხთა, ესე-ოდენ მიემადლოს, რათა არღარა გჳწოდდეთ-ო მწვალებელად და არ-ცა შეგუაჩუენებდეთ. მაშინ მოუწოდა მეფემან-ცა იოანეს, კათალიკოსსა ქართლისასა, და მის ქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა, და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა. ყვეს უკუე სიტყჳს-გება ურთიერთას ცისკრითგან ვიდრე ცხრა ჟამამდე, და ვერას უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორ-კერძო-ვე ძლევის-მოყუარება ოდენ და ცუდ სიტყუათა პაექრობა: რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა, რომელი-ესე შეეწყინა მეფესა და რქუა მათ: "თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადა-მე შესრულ ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარცა ფილოსოფოსნი, და ჩუენ ვერა-რას უძლებთ ცნობად, ვითარცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი. და ესე საცნაურ არს თქუენდა, რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებასა, ვითარცა მჴედრობათა შინა აღზრდილი. ამისთჳს-ცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა გეზრახო თქუენ". ესე რა თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა უეჭუელად პირსა მისსა. ესე-ოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, აჴსნათა საკჳრველთა მიერ წინა-დაუდგრომელთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქნა, ვითარცა მეგჳპტელნი, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარცა ოდეს-მე დიდმან ბასილი ათინას შინა. ესე მწვალებელნი და ესე-ოდენ ზარ-გაჴდილ ყვნა და ყოვლად უღონო, რომელთა აღიარეს ცხადად ძლეულება თჳსი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: "ჩუენ, მეფეო, მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქუენნი". და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხჳლეულნი, არღარა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდეს-ცა. ხოლო არიან ვინ-მე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთ-ცა ესე-ოდენ მჭირსედ მოქალაქობისა და მოლაშქრეობისათჳს და მჴედრობათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისათჳს და დაჭირებისა, ვითარმედ: "არ-ცა მშჳლდი თავს იდებს-ო მარადის გარდაცმულობასა, არ-ცა ძალი ორღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ჴმარებისა მათისასა თითოეული მათი უჴმარ იპოვოს-ო". და ესე-ვითართა უგიობლისა მისთჳს და ყოვლად უმიზეზოსა იტყჳან. გარნა ისმინეთ ესე-ვითართა მათ პირველად ესე, რამეთუ სამეფო აფხაზეთისა მცირე ჰქონდა მოკლებული, და მცირე იყო, და ტყუეობათა და ზემო-ჴსენებულთა ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 23 ჭირთაგან მცირე გუნდი მჴედრობისა და იგინი-ცა დაჯაბნებულნი, მრავალ-გზის მტერთაგან სივლტოლითა უცხენო და უსაჭურველონი, და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი. უკეთუ-მცა ესე-ოდენ უწყინოთა ლაშქრობითა და მცირედ-მცირედ ბრძოლითა და სწავლითა გუარიანად და ღონიერად წინა-ძღომითა, და მრავალთა ძლევათა მიერ მოგუარებითა არა განეწუართნეს სპანი თჳსნი, და განეკადნიერნეს წყობათა მიერ მჴნეთა, ქებითა და ნიჭთა მიცემითა, ხოლო ჯაბანთა სადედოთა შთაცუმითა და კიცხევით ძაგებითა, არა-მცა მოეღონა, ვიდრემდის სპათა შორის მისთა ყოვლად არა იპოვებოდა ჯაბანად ზრახული, რათა-მცა ექმნნეს ესე-ოდენნი ძლევანი, ანუ რათა-მცა ექმნნეს და აღეხუნეს ესე-ოდენნი სამეფონი? ნუ უკუე ძილითა ანუ ადგილთა მწუანვილოვანთა ზედა მოსმურობითა და განცხრომითა და მაჩუკნებელთა საქმეთა შედგომითა; არა ესრეთ, არა, არამედ არ-ცა ალექსანდრე ქმნა ესრეთ. რამეთუ პირველად მამულისა თჳსისანი შეკრიბნა და მით დაიპყრნა დასავლისანი ევროპი, იტალია, რომი და აფრიკეთი, და მათითა წარტანებითა დაიპყრა ეგჳპტე, შესრულმან კარქედონით, და მიერ ეგჳპტით პალესტინე და ფინიკე, და კილიკიასა თჳსად შემქმნელი, წინა-განეწყო დარიოსს. და რაჟამს სპარსეთი მოირთო, მაშინ-ღა სძლო პიროს ჰინდოსა, და ეგრეთ-ღა ამით ყოვლითა მოვლო ყოველი ქუეყანა; და ქმნა, რა იგი ქმნა; თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერ-ცა-რას ალექსანდრე იქმოდა კარგსა. და თუ-მცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინ-მცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა ქებულთანი. ხოლო ვთქუა მეორე-ცა მიზეზი ამის-ვე პირისა, ვინათგან ნათესავი ქართველთა ორ-გულ ბუნება არს პირველითგან-ვე თჳსთა უფალთა. რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენებალ იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგჳთხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან უბრძნესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სად-მე უწყოდა. ამისთჳს-ცა არა-ოდეს მოაცალა ამისად განზრახვად, ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად და ქენად რასა-მე ესე-ვითარსა. არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნა-ცა მაღლად და შუენიერად. ნუ უკუე და ლომსა-ცა აბრალონ ეგე-ვითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს, არ-ცა კუერნაულად კრთების. კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი ესრეთ: "შეიყუარნის ვინ-მე და განადიდნის ვინ-მე-ო, და კუალად მოიძულნის ვინ-მე და დაამცირნის-ო, ესე აღამაღლის და ესე დაამდაბლის-ო". ეჰა უსამართლოებასა, უგუნურებასა! ამისთჳს აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რომლითა-ცა საქმითა? ვინ იხილა ესე საუკუნითგან, ჵ კაცო? ამისთჳს რად არა ღმერთსა-ცა აბრალებ, უგუნურო, ამას-ვე ესრეთ მოქმედსა? ანუ არა ხუთთა ქანქართა ათ-მყოფელსა მისცნა-ა ათნი ქანქარნი? ანუ არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგი-ცა და მისცა ათთა ზედა მეთერთმეტედ? ანუ რასათჳს ქადაგებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი ღმრთისა ნების მყოფელთათჳს ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათჳს? უკეთუ მეფემან ერთ-გულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორ-გულთა, ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა? ნუ უკუე დუხჭირმან-ცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩუენის: უჴმარნი და უღირსნი ნუ მას, არამედ თავთა თჳსთა ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 24 აბრალებდენ. უკეთუ არა, ვინ იყო ეს-ოდენ მართლად აღმწონელ საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ჴელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისა-ებრ ნაბუქოდონოსორისა: ვხედევდ-ო, იტყჳს, ხესა შორის ქუეყანისა სიმაღლედ ცისა მიწდომასა, და რტოთა მისთა კიდედმდე ქუეყანისა ფურცელნი მისნი შუენიერ, და ნაყოფი მისი ფრიად და საზრდელი ყოველთა მის შორის. ქუე-კერძო მისსა დაიმკჳდრეს მჴეცთა ქუეყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკჳდრობა ყვეს მფრინველთა ცისათა, და მისგან იზრდებოდა ყოველი ჴორციელი. აჰა ესე-რა, სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიად-ცა თანა-შეტყუებული ჩუენისა თჳთ-მპყრობელისა, და ყოვლად გამომსახველი სიტყჳთ საქმეთა თუალთა ჩუენთა ხილულთა. რამეთუ სიტკბოებისა, სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი კიდით ქუეყანისათ შემოკრბებოდეს წინაშე მისსა. ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხუევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგი-ვე შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახჳლითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძენ ცნობითა, უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალ-სახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა, მაქებელ განმსწავლელობითა, და არ-ცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ უზომოებითა. მაღალ უმაღლესთათჳს და მდაბალ უმდაბლესთათჳს, და თჳთ მათ მტერთაგან-ცა საწადელ და საყუარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინა ესრეთ მიიღო ერთი-ცა სათნოებათაგანი, ვითარ ვინ ყოველთაგანმან შეიკრიბა ყოველი სრულებით თითოეული, რომელ ყოველთათჳს შეუძლებელ არს დაკჳრვება ოდენ, არა-თუ მიბაძვება რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველსა შინა, ესრეთ რა აღსავსე იყო ნავი უფასოთაგან ტჳრთთა სათნოებისათა, და არღარა შემძლებელ წარსლვად ღადირთა. და აქუნდა ყოვლით-კერძო მშჳდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა. მაშინ დიდმან მან წინა-განმგებელეან ცხოვრებისა ჩუენისამან და ყოვლისა-ვე უმჯობესად შემცვალებელმან განგებითა მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა ჩუენთა, ესრეთ განაგო, ვითარცა მუშაკმან კეთილმან: რაჟამს იხილნის ჴუვილნი აღსავსედ ნაყოფითა და ქუეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი; და ვითარცა მენავემან ბრძენმან განიცადის რა ნავი თჳსი აღსავსედ მრავალ-ფერითა ტჳრთითა, მიისწრაფის ნავთ-სადგურად, რათა არარა ევნოს სოფლისა ამის მღელვარისა ზღჳსაგან. რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა, არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თჳსთა სამეფოთა ადგილთა, თჳთ მის მიერ-ვე წინათ განჩინებულთა განსასუენებელად და მისაძინელად, ვითარცა ჰრულითა რათა-მე შუენიერითა დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და თჳთ მებრ ესე კმა არს საცნაურ მყოფელად საკუთრებისა თჳსისა ღმრთისა მიმართ. რამეთუ მრავალ-გზის მრავალთა მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგან მცირედი მივსცეთ თხრობასა. რამეთუ ნადირთა დევნასა შინა ოდეს-ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი 25 მე მუხნარს წაექცა ცხენი, და ესე-ოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო უძრავად, სამშჳნველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი. და ესე-ვითარი მრავალ-გზის შეემთხჳა და ღმერთმან იჴსნა სიკუდილისაგან. კუალად ციხესა რომელსა-მე ბრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თჳსისასა დგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუა-დღე, და ციხით ვინ-მე შემოსტყორცა ისარი, და ჰკრა ხატსა მთავარ-ანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე, და ძალმან საღმრთომან განარინა მშჳდობით. რა-ოდენ-გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი, და განაჩინნეს კაცნი მჴნენი, რომელნი-მე ჴრმლითა, რომელნი-მე შუბითა, სხუანი ისრითა; და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის; და არა-ოდეს მიუშუა ღმერთმან კუერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა", არ-ცა ოდეს მისცა იგი ჴელთა მეძიებელთა მისთასა, დაღათუ მრავალ-გზის დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის. ანუ უსაჭურველო, გარნა ყოველსა შინა ჴელი იგი ზეგარდამო ფარვიდა მდევართა მისთაგან, არამედ ყოვლად-ვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სჳან, და მადლითა აღსავსე. ეგრეთ-ვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შემყუარებელსა თჳსსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა. და არღარა მიუშვა მრავალ-ჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკჳდრობითა, და ჴორცთა ამათ ქუე-დამხიდველთა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნულსა, არ-ცა განხრწნადითა გჳრგჳნითა და პორფირითა, ვითარცა სიზმრითა და ნაოცნითა, უმრავლესად მღერად, არამედ ნანდჳლ ჭეშმარიტითა და მტკიცითა, წარუდინებელითა და სამარადისოთა. სადა თჳთ იგი ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, მუნ აღიყვანა მის თანა მეფობად, უხრწნელითა და ბრწყინვალითა გჳრგჳნითა და პორფირითა შემკული, სადა იგი აწ მკჳდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთაებისასა. რამეთუ იყო მაშინ თუე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი იყო სამას ორმოცდახუთი, ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმოცდაცამეტნი. ხოლო მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და, ვითარცა პირველმან დავით სოლომონი, ამან-ცა თჳსითა ჴელითა დასუა საყდართა თჳსთა ძე თჳსი დიმიტრი, სახელით ოდენ ცვალებული, მარადღე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა, და დაადგა თავსა შუენიერსა გჳრგჳნი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყჳ უკუე სათნოებათა მამულთა, და შეარტყა ჴელთა ძლიერთა მახჳლი, ეჰა, რაბამ სჳანად ჴმარებული, და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა. და დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერობით, თაყუანის-ცემად მისა მეფეთა ქუეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა. და ესრეთ განცვალა ქუენა მოქალაქობა ზენად სუფევად, რომლისა მკჳდრნი განჴსნილ არიან შრომათაგან და ოფლთა და ზრუნვათა, და მუნ მეფობს სიმდიდრეთა მათ ზედა, რომელნი შინა წარგზავნნა, საუნჯეთა მათ მაღალთა და მპარავთაგან უშიშთა დალეკნისა და მოკლებისაგან, ქალაქსა მას, რომლისა შუენიერება არა უხილავს თუალსა სხეულიანსა და რომლისა ბრწყინვალება ვერა აღვალს გულსა ჴორციელსა, ვერ-ცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ მუნ არს შუება და ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი.
|