საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სამხედრო ისტორია [11]
სამხედრო ისტორია
საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები [13]
საქართველოს ბრძოლოები [2]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ხუთშაბათი, 25-აპრილში-24, 19.37
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ისტორია » სამხედრო ისტორია

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი. 08.08.08

 
აგვისტო 8, 2008
 
(1) 09:45რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფოთი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალთან და საქართველოს სამხედრო რადარებიდან 300-500 მეტრის მოშორებით.
(2) 10:30 რუსულმა СУ-24 დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ. შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაშავდა
(3) 10:57ექვსი რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
(4) 15:05რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოვიდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან, ჩამოაგდეს ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში და გაბრუნდნენ უკან.
(5)(6) 16.30რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები, რომლებიც თბილიდან სამხრეთით 20 და 30 კიმოლეტრშია. ორი თვითმფრინავი განადგურდა მიწაზევე. დაინგრა შენობა-ნაგებობებიც და არის მსხვერპლი
(7) 17:00 მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა დაიბომბა მეორედ და არის მსხვერპლი
(8) 17:35კონფლიქტის ზონის გარეთ, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი მესამედ დაიბომბა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. სამჯერადი დაბომბვის შედეგად განადგურდა სამი AN-2 ტიპის თვითმფრინავი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
(9) 18:45 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერDდაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა
(10) 00:12 დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი
(11) 00:17 მნათობი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაღუპულია რვა ადამიანი.
(12) 00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
(13) 01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქიტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
(14) 01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა
(15) 10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ

აგვისტო 9, 2008
 
(16) 10:22რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს
(17) 12:40კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი
(18) 14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ადგილებს, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს
(19) 16:35 დაიბომბა ონი
(20) 22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემოაფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მსხვერპლი არ არის.

აგვისტო 10, 2008
 
(21) 05:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს
(22) 07:40 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა
(23) 08:45 ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ თავდასხმა განახორციელა ზემო აფხაზეთზე, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ.
(24) 11:15 გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(25) 15:00რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფელი კნოლევი ქარელის რაიონში
(26) 15:10რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს შეტევა ზემო აფხაზეთზე. რეგიონი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ
(27) 16:05რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა გორი
(28) 16:10რუსულმა ავიაციამ დაბომბა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი. შედეგად ხიდზე გაჩნდა ხანძარი და მისი ჩაქრობის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
(29) 19:05რუსეთის ავიაციამ ჩამოყარა ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტში
(30) 19:10 საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენი” კვლავ გახდა რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი
(31) 19:35 დაიბომბა სენაკი (დასავლეთ საქართველო) ორი ავიაგამანადგურებლის მიერ
(32) 20:25 ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
 
აგვისტო 11, 2008
 
(33) 00:30დაიბომბა სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური გორის დასავლეთით სოფელ შავშვებში
(34) 00:31რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(35) 03:05რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან). დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო, მსხვერპლი არ არის.
(36) 03:12დაიბომბა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს)
(37) 03:26დაიბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
(38) 04:30 საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა
(39) 04:37 სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად.
(40) 05:00 რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთითDდედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი
(41) 06:10 დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი. დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი;
(42)07:15 სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ;
 
აგვისტო 12, 2008
 
(43)09:30 - 10:55 რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაბომბეს გორის ცენტრალური მოედანი და ბაზარი;
Category: სამხედრო ისტორია | Added by: Giorgi (19-აგვისტოში-09)
Views: 1298 | Rating: 1.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site