"არასოდეს ტყუიან ისე, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ” - ოტო ფონ ბისმარკი
"ომი – დიპლომატიის არდადეგებია” - კარლ იუნგი
"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდენენ და არ კვდებოდა" - გენერალი გიორგი კვინიტაძე
"უმცროსი მეთაურების უუნარობა, იმოქმედონ დამოუკიდებლად, ყოველთვის აიძულებდა რუსებს, წარემართათ მასირებული შეტევები მჭიდრო საბრძოლო წყობით. რიცხობრივი უპირატესობის წყალობით მათ შეძლეს არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება. თუმცა, როგორც გამოცდილება ცხადყოფს, მასირებული შეტევების გაძლება შესაძლებელია, თუკი დამცველები კარგად არიან მომზადებული, აქვთ საკმარისი შეიარაღება და მოქმედებენ უნარიანი მეთაურების ხელმძღვანელობით”.
გერმანელ გენერალ ფონ მელენტინს
ემპირიულ მეცნიერებებში საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ისტორიული მაგალითებია. ომის მეცნიერებაში ეს ორმაგად ასეა. კარლ ფონ კლაუზევიცი
მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელს უნდა ამსგავსოს და მტრის ლაშქარი ცხვრის ფარად ჩაითვალოს; ვითარცა მგელი ცხვარსა, ესრეთ მტერსა უნდა მიუხდეს; ხოლო გამარჯვება ღმრთისა ხელთა არს.
მეომრული შეგონება ლუარსაბ მეფისა
|