საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სამხედრო ისტორია [11]
სამხედრო ისტორია
საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები [13]
საქართველოს ბრძოლოები [2]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შაბათი, 20-აპრილში-24, 16.37
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ისტორია » სამხედრო ისტორია

ქართველი ჯარისკაცები პოლონეთში


ქართველი ჯარისკაცები პოლონეთის სამსახურში (1923 – 1939)
 იძულებით გადაადგილებული პირები (იგპ), რომლებმაც საქართველო დატოვეს რუსეთის მიერ 1921 წელს მისი დაპყრობის შემდეგ, დაფუძნდნენ კონსტანტინოპოლში. მათი უმეტესობა იქ დიდხანს არ გაჩერებულა. მცირე ჯგუფი საქართველოში დაბრუნდა, ხოლო დანარჩენებმა გადაწყვიტეს ბედი ეცადათ სხვა ქვეყნებში. კონსტანტინოპოლში არ იყო ძირეულად დამკვიდრების საშუალება. ქართველმა იგპ-ებმა დატოვეს ქალაქი და გაემართნენ სხვადასხვა ქვეყნებისაკენ. ზოგმა არჩია საფრანგეთი, ზოგმა გერმანია, ზოგმაც კი პოლონეთი. ისინი დასახლდნენ ამ ქვეყნებში და იმ გარემომ და საცხოვრებელმა პირობებმა, რომელშიც ისინი მოხვდნენ, დიდი ზეგავლენა იქონია ამ სამ ჯგუფზე. მათ შეითვისეს ამ ქვეყნების მრავალი წეს-ჩვეულებები.

მაგალითად საფრანგეთში, ქართველი იგპ-ები ძირითადად დასახლდნენ პარიზში და ჩამოაყალიბეს ქართული პოლიტიკური ცენტრი “ემიგრაციაში”. პარიზი აგრეთვე გახდა ქართველი ემიგრანტების კულტურული ცენტრი. პარიზსა და სხვა ქალაქებში ფრანგებთან მხარ და მხარ ცხოვრების შედეგად მათ აითვისეს ფრანგული კულტურა და ჩვეულებები. ისინი აგრეთვე დაეუფლნენ ფრანგულ ენას. მიუხედავად ამისა, არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა იმ განათლების შესაბამისი სამუშაო ადგილების მოპოვება, რომელიც მათ საქართველოში ჰქონდათ მიღებული. აქედან გამომდინარე მათ უწევდათ სამუშაოს ნებისმიერ შესასძლებლობაზე დათანხმება. მათ უმრავლესობას უწევდა ქარხნებში, ტაქსის მძღოლებად ან მაღაზიებში დამხმარედ მუშაობა. მაგრამ, ამ ხალხს შორის, რომელთაც ლუკმა-პურის საშოვრად თავდაუზოგავად მუშაობა უწევდათ, იყო ისეთებიც, რომლებმაც თავიანთი დრო დაუთმეს პოლიტიკას და კონსტრუქციულ აზროვნებას, რათა დახმარებოდნენ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს. ახალგაზრდა ქართველების გარკვეული რაოდენობა მიიღეს ფრანგულ სამხედრო აკადემიებში. მათი დამთავრების შემდეგ, ისინი გახდნენ ფრანგული არმიის ოფიცრები და მსახურობდნენ უცხოელთა ლეგიონში, აფრიკაში. მათ ჰქონდათ შესანიშნავი რეპუტაცია და მრავალი მათგანი გახდა ფრანგული არმიის წარჩინებული ოფიცერი. ერთ-ერთმა მათგანმა, პრინცმა ბაზორკა ამილახვარმა [ თავადი დიმიტრი გიორგის ძე ზედგინიძე-ამილახვარი (31.10.1906–24.09.1942). ზედდებული ბაზორკა წარმოებულია მისი დაბადების ადგილიდან ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი ] სახელი მოიხვეჭა უცხოელთა ლეგიონში მსახურობისას. ჩემი ძმა დავითიც შეუერთდა ამ ლეგიონს. ის იყო პოლკოვნიკი ქართულ არმიაში, მაგრამ მოუწია დაწყება უმცროს  ლეიტენანტად საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში. მან იმსახურა მაროკოს კამპანიის დროს და ის დააწინაურეს ლეიტენანტის წოდებამდე. თხუთმეტწლიანი სამსახურის შემდეგ იგი გავიდა პენსიაზე, მაგრამ როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, იგი კვლავ გამოიძახეს სამხერდო სამსახურში. ის დააწინაურეს კაპიტნის წოდებამდე და დანიშნეს სარეზერვო ბატალიონის მეთაურად, რომელიც განლაგებული იყო საფრანგეთში.

ქართველთა დიასპორა გერმანიაში იყო შედარებით პატარა ზომის, მაგრამ საკმაოდ გამორჩეული. მათ გაუმართლა და ისინი დასახლდნენ ბევრად უფრო კარგ პირობებში, ვიდრე ქართველები საფრანგეთში. მათ იშოვეს კარგი, მაღალანაზღაურებადი სამსახურები. ახალგაზრდები მიიღეს გერმანულ უნივერსიტეტებში და მრავალმა მათგანმა დაამთავრა სასწავლებლები მაგისტრისა და დოქტორის ხარისხით. ზოგი გახდა პროფესორი ან დაიწყო მუშაობა კვლევის სფეროში. რამოდენიმე ქართველმა აირჩია მეცნიერების სფერო, რომელშიც მათ სახელი მოიხვეჭეს.

რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ქართველები, რომლებიც პოლონეთში წავიდნენ. ქართველთა უმრავლესობა მიიღეს პოლონურ არმიაში და აქედან გამომდინარე, აღარ ითვლებოდნენ იმიგრანტებად. ისინი გახდნენ პოლონური საზოგადოების ნაწილი, რომელმაც ისინი გამონაკლისის გარეშე მიიღო. ქართველები პოლონეთში ეწეოდნენ სრულფასოვან და ნორმალურ ცხოვრებას, იზიარებდნენ სამხედროების ყველა პრივილეგიას და შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ პოლონელ ოფიცრებთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველებს გაშლილი ხელებით დახვდნენ და მიიღეს თბილად, როგორც ძმები. პოლონეთი იმყოფებოდა რუსეთის ასწლიანი მბრძანებლობის Qქვეშ და პოლონელ ხალხს კარგად ესმოდა ქართველი ხალხის ტრაგედია. პოლონელი ხელისუფლება ძალას არ იშურებდა, რათა ყველანაირად დაეკმაყოფილებინა მათი ქართველი მეგობრები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ასე თბილად მიიღეს პოლონეთში, მათ არასდროს არ დაუკარგავთ თავიანთი იდენტურობა. ისინი არ გათქვეფილან ადგილობრივ მოსახლეობაში. ისინი ქართველ პატრიოტებად დარჩნენ და ყოველთვის ამაყად იძახდნენ, რომ საქართველო მათი სამშობლო იყო და ყოველთვის იქნებოდა. ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ პოლონეთს და ყოველთვის მადლიერები იყვნენ და იქნებიან იმ სითბოსათვის, რომლითაც მათ პოლონელები შეხვდნენ, მაგრამ ისინი დარჩნენ ქართველებად და ლოცულობდნენ იმ დღეზე, როდესაც თავიანთ ქვეყანას გამოადგებოდნენ და საქართველოს დროშის ქვეშ თავდაუზოგავად იბრძოლებდნენ. იმის დანახვა, თუ რამდენად განსხვავებული იყო ქართველთა ზემოთ ხსენებული სამი ჯგუფი ერთმანეთისაგან, ადვილი გახდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, როდესაც მათ სხვადასხვა პოზიციები დაიჭირეს.

მე ბედმა გამიღიმა და ღვთის წყალობად მიმაჩნია ის, რომ მე ამირჩიეს იმ ჯგუფში, რომელიც პოლონეთში გაემგზავრა. იმის გარდა, რომ დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი პოლონელი ხალხისა და მათი სიკეთის მიმართ, მე ბედნიერება მხვდა წილად და ჩემი მომავალი ცოლი გავიცანი პოლონეთში. მიმაჩნია, რომ ის და მე ვართ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წყვილი მსოფლიოში: ვართ ერთმანეთისადმი ერთგული და ყველაფერში შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა. ქართველების პოლონეთში ცხოვრების აღსაწერად, მე მოგითხრობთ ყველაფერს იმ ადგილებისა და პიროვნებების შესახებ, რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი, იმ მოქმედებების შესახებ, რომელშიც მე ვმონაწილეობდი და აგრეთვე პოლონეთის არმიის ოფიცრის ცხოვრების შესახებ. ამ პერიოდის ისტორიული და პოლიტიკური მოვლენები საკმაოდ საინტერესო იყო და ვეცდები ამ წიგნის მკითხველს გავაცნო მრავალი დეტალი ამ პერიოდიდან; ღირშესანიშნავი წლები ახალგაზრდა, დამოუკიდებელი პოლონეთისა, მრავალი შესანიშნავი და გამოჩენილი პიროვნება, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვნად, სამხედრო ცხოვრება. იმის გამო, რომ პოლონეთი უზომოდ მიყვარს და პირადად მიმსახურია მის არმიაში, რომელსაც მე მსოფლიოში საუკეთესოდ ვთვლი, ყველაფერი კარგად მახსოვს. არასდროს არ დამავიწყდება  ის შესანიშნავი წლები, რომლებიც პოლონეთში გავატარე, უზომო ბედნიერება, რომელიც განვიცადე იმ პერიოდში. წვრილმანი დეტალებიც კი არ წაშლილა ჩემი გონებიდან. მე ყველაფერი მახსოვს, ყოველი წუთი, და ეს ყოველი წუთი ძალიან მიყვარს. პოლონეთი და პოლონელი ხალხი ყოველთვის დარჩება ჩემს გულში. მე ვმსახურობდი პოლონეთის არმიაში და ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ პოლონელ ჯარისკაცზე. პოლონელი ხალხი არის გულთბილი, კეთილი და პატიოსანი. ისინი არიან ვაჟკაცები, უყვართ თავიანთი სამშობლო და მზად არიან თავი შესწირონ მას ნებისმიერ დროს. ისინი არიან ნამდვილი პატრიოტები და ღრმად რელიგიური ხალხი. ძალიან მადლობელი ვარ, რომ პოლონეთი ასე თბილად დაგვხდა ქართველებს და მიგვიღო როგორც თანასწორები, საშუალება მოგვცა პოლონეთის არმიაში გაწევრიანების. ასე რომ, ჩვენ თავს ემიგრანტებად არ ვგრძნობდით. ჩვენ გვთავაზობდნენ მუშაობასა და ყველაფრის გაზიარებას, ყველაფერში მონაწილეობას.

რაც შემეხება მე, მე საშუალება მომეცა გამეგრძელებინა სამხედრო კარიერა. აგრეთვე, შევძელი სამხედრო კოლეჯის დამთავრება.

პოლონეთში ვცხოვრობდი 20 წელიწადზე მეტი, და გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები.

ჩემი ცოლი ვარშავაში გავიცანი. ის პოლონეთში გაიზარდა და თავი მიაჩნდა პოლონელად, არა რუსად, რაც იგი სინამდვილეში იყო. პოლონეთი იყო მისი მეორე სამშობლო, რომელიც მას ძალიან უყვარდა. ჩვენ ორივენი ახალგაზრდები ვიყავით, სიცოცხლით და ჯანღონით აღსავსე. ვცხოვრობდით ბედნიერად, ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს აზრებსა და ვაკეთებდით სამომავლო გეგმებს. გარშემო გვაყვდა ნადვილი, გულთბილი მეგობრები და გვქონდა საინტერესო, სილამაზით აღსავსე ცხოვრება. აი როგორ მემახსოვრება ყოველთვის პოლონეთში გატარებული წლები: ბედნიერი, საინტერესო, შედეგიანი წლები.

ჩვენმა ქართულმა ჯგუფმა კონსტანტინოპოლი დატოვა 1922 წლის 12 ნოემბერს გემით, რომელმაც წაგვიყვანა რუმინულ პორტ კონსტანცა-ში. საჭმელი გემზე იყო ძვირი და აქედან გამომდინარე საკვები არ გვქონდა. ამასთან ერთად, როდესაც კონსტანტინოპოლიდან გამოვედით, საოცრად ძლიერი ქარიშხალი დაიწყო. არ იყო არაფერი საწოლის მაგვარი და გავშალეთ ზეწრები და ზედ დავწექით, სიცივისგან ვკანკალებდით. კონსტანცადან ბუქარესტში მატარებლით წავედით. იქ ერთი დღე დავრჩით, ველოდებოდით რა ვარშავაში მიმავალ მატარებელს. დანიშნულების ადგილას 21 ნოემბერს მივაღწიეთ, სადაც ქართველი მოსახლეობა დაგვხვდა. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელმა, გენერალმა ყაზბეგმა ყველა ქართველი ოფიცერი ზოგად ნაწილში გადაგვიყვანა, რათა გაგვეცნო ხალხი და ახალი ბრძანებები მიგვეღო. იქ ჩვენ გულგრილად მიგვიღეს, თითქოსდა ესე მალე არ გველოდებოდნენ და არ იცოდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ჩვენთან მიმართებაში. ისე ჩანდა, რომ უფროსობამ არც კი იცოდა, რომ ჩვენ უნდა ჩამოვსულიყავით კონსტანტინოპოლიდან. მიუხედავად ამისა, არავის აზრადაც კი არ მოსვლია ჩვენი უკან დაბრუნება. რიგი ფორმალობების შემდეგ, ჩვენი ჯგუფი მიამაგრეს ოფიცერთა სკოლას, რომელიც განლაგებული იყო ბიდგოშჩში. გერმანულად მას ბრომბერგი ერქვა, მაგრამ სახელი შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოლონეთი დამოუკიდებელი გახდა. ამ სკოლაში ჩვენ უნდა გაგვევლო სპეციალური კურსი, რომლის მიზანი იყო ჩვენთვის გაეცნო პოლონური არმია. ეს იყო დროებითი პროცესი, რომელიც წელიწადზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქართველები მიღებული იქნებოდნენ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში როგორც ოფიცრები.

როდესაც ვარშავა დავტოვეთ, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი დარჩა, რადგან მას დაავალეს სამხედრო აკადემიაში სწავლება ქალაქ რემბერტუვში (ხელმძღვანელი გახდა გენერალი კონიაშვილი)

ბიდგოშჩში ჩავედით ალიონზე, სადაც დაგვხვდა კაპიტანი ვოიჩეხოვსკი, რომელიც ყველა ჩვენს მომავალ საქმიანობას განსაზღვრავდა და სამუშაო მითითებებს მოგვცემდა. ჩვენ საარტილერიო პოლკის ყაზარმებში დაგვაბინავეს. ბიდგოშჩში 8 თვე დავრჩით, 1923 წლის 23 ივლისამდე. (ამ დროს დავამთავრეთ მოკლე საორიენტაციო კურსი)

ჩვენთვის, ქართველებისათვის, იყო სპეციალური პროგრამა, რომელსაც უნდა ესწავლებინა ჩვენთვის ომის ტაქტიკა, პირველი მსოფლიო ომისა და პოლონეთი-რუსეთის ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით. კურსის განმავლობაში უნდა გვესწავლა პოლონეთის სამხედრო ისტორია. ჩვენ აგრეთვე უნდა გვესწავლა პოლონური ენა და სამხედრო ტერმინოლოგია.

პოლონეთს, რომელსაც ახლად ჰქონდა მოპოვებული დამოუკიდებლობა პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ მწირი ცოდნა გააჩნდა. ჩვენ სამხედრო ისტორიის ცოდნის გასაახლებლად სპეციალური კურსები ჩაგვიტარეს. ერთი სიტყვით, ეს საუკეთესო სკოლა იყო და მისი დამთავრების შემდეგ ჩვენ საკმაოდ კარგად ვიყავით მომზადებულები იმისათვის, რომ გვემსახურა პოლონეთის არმიაში. ამ ოფიცერთა სკოლის ხელმძღვანელი იყო გენერალი იაჩელნიცკი. ის იყო რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც დაამთავრა სანკტ–პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი და პოლონურად ძლიერი რუსული აქცენტით საუბრობდა. წარჩინებული იფიცერი, ძალიან კარგი კაცი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

კაპიტანი ვოიჩეხოვსკი ასევე იყო ძველი რუსული არმიის ოფიცერი.

რუსული ენის ცოდნა იყო ის, რაც ჩვენ ქართველებს ძლიერ გვეხმარებოდა. აქედან გამომდინარე, პოლონური ძნელად სასწავლი არ იყო. მიუხედავად ამისა, ამ ორი ენის მსგავსება ჩვენ მაინც ხანდახან გვაბნევდა.

ჩვენი საკმაოდ მძიმე დღის განრიგი გვაიძულებდა, რომ თავდაუზოგავად გვემუშავა. ჩემთვის ყოველივე ძალიან სინტერესო იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მე ძლიერ მიტაცებდა სამხედრო მეცნიერება და მონდომებული ვიყავი მაქსიმალურად მეტი შემესწავლა. ბავშვობაშიც კი ჩემი ოცნება იყო სამხედრო გავმხდარიყავი და იმაზე, რომ სხვა კარიერა უკეთ მომერგებოდა, არც კი მიფიქრია.

ჩემს ყმაწვილკაცობაში არასდროს მქონია შესაძლებლობა დამემთავრებინა სამხედრო სასწავლებელი და მე მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში ჩემი სამხედრო დამსახურებების გამო ამიყვანეს ოფიცრის რანგში, სადაც ასევე მივიღე წმინდა გიორგის სახელობის მედალი.

ახლა კი, მე გამიჩნდა შესაძლებლობა პოლონურ სამხედრო სკოლაში შემესწავლა სტრატეგია, ტაქტიკა და სხვა სამხედრო საკითხები. უნდა ვაღიარო, რომ დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობდი! მე ნამდვილად ერთადერთი სურვილით ჩავუღრმავდი სამხედრო მეცნიერებას: ღირსეულად დამემთავრებინა ჩემი პირველი სამხედრო სასწავლებელი, მომელშიც მქონდა ბედნიერება დაშვებული ვყოფილიყავი! მთელს საღამოებს სამხედრო ლიტერატურის კითხვაში ვატარებდი და მე ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კურსის დასრულების შემდეგ, ბევრად მეტი მეცოდინებოდა, ვიდრე ოფიცრებს, რომლებმაც ჩვეულებრივი სამხედრო სასწავლებლები დაამთავრეს. ეს იყო ჩემი სურვილის გამო, რომ მესწავლა და მიმეღო ჩემი შესაძლებლობისათვის მაქსიმალური ცოდნა. ახლა მე ვიცი, რომ მე კარგად ვიყავი მომზადებული იმ კარიერისათვის, რომელზედაც ვოცნებობდი და იგი იყო ჩემი ცხოვრების ჭეშმარიტი მისწრაფება!

საფუძვლები, რომლებიც მე ბიდგოშჩში შევისწავლე, ძლიერ დამეხმარა  სამხედრო სამსახურში, ასევე ძალიან კარგად მომამზდა სხვა სამხედრო სასწავლებლებისათვის, სადაც მე მოგვიანებით ვსწავლობდი „სამხედრო კოლეჯის ჩათვლით“.

ბიგდოშჩის სკოლის საკლასო ოთახებში პირადი სამხედრო უნიფორმა უნდა გვეტარებინა, მაგრამ დღის დანარჩენ ნაწილში სამოქალაქო ტანისამოსი გვეცვა. ეს ყოველივე განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ ჯერ არ ვიყავით მიღებული პოლონეთის არმიაში, მაგრამ უეჭველად გვქონდა შანსი მოგვიანებით მიღებულნი ვყოფილიყავით. ამ დროისათვის ჩვენ სკოლის დროებით ბაზებზე ვიყავით და ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ წარმოვაჩენდით ჩვენს თავს. ჩვენ ვიღებდით გასამრჯელოს იმის მიხედვით, თუ რა წოდებები გვქონდა ქართულ არმიაში. ჩვენ გვიხდებოდა ჩვენი კვების ფულის გადახდა, მაგრამ ჩვენ ვახერხებდით  დასვენებისათვის და პირადი ხარჯებისათვის მცირედი დანაზოგის გაკეთებას. ბიდგოშჩი იყო საშულო ზომის ქალაქი, გერმანული გარნიზონისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით. ძალიან სუფთა, ძალიან წესიერი და ძალიან მოსაწყენი. მოსახლეობა ძირითადად გერმანული იყო, მაგრამ იქ ასევე ბევრი საცხოვებლად ჩამოსული პოლონური ოჯახიც იყო.

იმ დროისათვის, პოლონეთს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი ტანჯავდა და ფული თავის მყიდველობით უნარს ფაქტიურად დღითიდღე კარგავდა. ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იყვნენ ის ხალხი, რომელთა ფული საბანკო ანგარიშებზე იყო გაყინული და ისინი, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი ჰქონდათ. რაც შეეხება სამხედროებს, ჩვენ შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვიყავით. როდესაც ფასების დონე იზრდებოდა, ჩვენი ხელფასებიც ავტომატურად იზრდებოდა. მაშინ ხელფასს ვიღებდით ყოველ 2 კვირაში ერთხელ და სულ რაღაც რამოდენიმე საათში ვხარჯავდით. ფასები დღიდან დღემდე იზრდებოდა და აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო მომარაგება. ეს ეკონომიკური კრიზისი 1925 წლამე გაგრძელდა და დამთავრდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ძველი ვალუტა ახლით შეიცვალა, კურსით – 1 ზლოტი 1800 პოლონურ მარკაზე. რა თქმა უნდა, ეს მძიმედ მისაღები იყო, მაგრამ ამ ცვლილებამ გაამართლა. ასეთმა რადიკალურმა ზომამ ეკონომიკა გადაარჩინა. ინფლაცია დამარცხებულ იქნა და ეკონომიკა კვლავ მოძლიერდა. ინფლაცია პოლონეთში, მისი სიდიდის მიუხედავად, არ იყო ისეთი დამღუპველი, როგორიც გერმანიაში. იქ ფასები საათობრივად იზრდებოდა და მე პირადად მინახავს კონვერტი, რომელსაც მილიონი გერმანული მარკის ღირებულების მარკა ეკრა.

როგორც ვახსენე, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი იყო გენერალი კონიაშვილი. მას უყვარდა მისი პეტერბურგში ყოფნის პერიოდზე საუბარი, სადაც მან შესანიშნავი დრო გაატარა და ეს არც არის გასაკვირი: ის იყო მიზანდასახული, სიმპათიური და ტემპერამენტიანი ქართველი და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც თურქების დამპყრობელი, ერზერუმის ციხე-სიმაგრეში. აქედან გამომდინარე, იგი სხვებისაგან გამოირჩეოდა, მისით აღფრთოვანებულები იყვნენ და პატივს სცემდნენ მას.

კონიაშვილი დაბრუნდა კავკასიის ფრონტზე და მსახურობდა რუსული რევოლუციის დამთავრებამდე, 1917 წლამდე. მაგრამ, ბედის ირონია იყო ის, რომ ერზერუმმა კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში.  ამჯერად, ეს რადიკალურად განსხვავებული როლი იყო.

რევოლუციის შემდეგ, 1917 წელს, კონიაშვილი დააპატიმრეს და გააგზავნეს ერზერუმში, სადაც იგი უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე. მას მიუსაჯეს დახვრეტა. იგი იჯდა ერზერუმის ციხეში და ელოდა განაჩენის აღსრულებას. მაგრამ ბედი მოწყალე აღმოჩნდა მის მიმართ და მან შეძლო ციხიდან გაქცევა. რამოდენიმე ხნის განმავლობაში კონიაშვილი იმალებოდა ტყეში და უყურებდა რა ცაზე ვარსკვლავებს, იგი ცდილობდა ეპოვნა გზა ჩრდილოეთისაკენ. ღამდენიმე დღიანი მალვის შემდეგ, მან სცადა ასულიყო მატარებელზე პატარა სადგურზე. საბედნიეროდ იგი ვერ იცნეს. გენერალმა კონიაშვილმა მშვიდობით მიაღწია საქართველოს დედაქალაქს, თბილისს. Mმხოლოდ მაშინ იგრძნო მან თავი უსაფრთხოდ. როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გენერალ კონიაშვილს შესთავაზეს საქართველოს ახალი არმიის ხელმძღვანელობა საზღვართან, სოჭში.

თუმცა, არმიამ მისი ხელმძღვანელობით მარცხი განიცადა. რუსულმა თეთრმა არმიამ, გენერალ დენიკინის ხელმძღვანელობით აიღო სოჭი, რითაც გენერალი კონიაშვილის სამხედრო კარიერა დასრულდა. როდესაც იგი ყვებოდა მისი სამხედრო კარიერის ამ სამწუხარო ეპიზოდზე, გენერალი კონიაშვილი არასოდეს უღრმავდებოდა მისი არმიის დამარცხების დეტალებს. იგი ამჯობინებდა იმ სასიამოვნო წუთების გახსენებას, რომელიც გაატარა სოჭში, წვეულებებზე, ლამაზი ქალების გარემოცვაში, როდესაც მას არ აკლდა გარშემომყოფთა ყურადღება.

მას შემდეგ, რაც მისმა არმიამ დამარცხება განიცადა, გენერალი კონიაშვილი მნიშვნელოვან შემოთავაზებებს აღარ ელოდა. იგი დაინიშნა თბილისის მილიციის უფროსად. აღსანიშნავია, რომ მან ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ საქმეს, გაუწია რა ორგანიზება ამ ახალმგაზრდა და გამოუცდელ ძალას. მისი ბოლო პოსტი დამოუკიდებელ საქართველოში იყო ნაციონალური გვარდიის კადრების უფროსი. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიპყრო საქართველო, იგი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით კი ჩამოვიდა პოლონეთში. გენერალი კონიაშვილი იყო ჩვენთან ერთად ბიდგოშჩში, სადაც სარგებლობდა დიდი პოპულარობით პოლონელ ოფიცრებში და სადაც იგი ძალიან გვიყვარდა ჩვენ, ქართველებს.

გარდა საკლასო ლექციებისა, ჩვენ გვქონდა საბრძოლო ვარჯიშები. იმ მიდამოებში ბევრი ხელსაყრელი ადგილი იყო მსგავსი წვრთნებისათვის. ჩვენი ზედამხედველი იყო კაპიტანი ვოიჩეხოვსკი. მარშირებისას ჩვენ უნდა გვემღერა, მაგრამ რადგან ჯერ არ ვიცოდით პოლონური სიმღერები, ჩვენ ვმღეროდით ქართულ სიმღერებს. ქალაქის მკვიდრნი გაოცებულები გვადევნებდნენ თვალს.

მე ჩამოვედი პოლონეთში, მისთვის ყველაზე საინტერესო დროს, როგორც ისტორიულად, ასევე პოლიტიკურად, პოლონეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ რაც თითქმის ერთი საუკუნე იმყოფებოდა გარე ძალების მართველობის ქვეშ. რაც სინამდვილეში მოხდა, ამას შეიძლება ეწოდოს სასწაული. იმისათვის, რომ მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, პოლონეთს უნდა ებრძოლა სამი ძლიერი ძალის წინააღმდეგ, რასაც იგი ვერ მოახერხებდა. სასწაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეს სამი ძლიერი ძალა ერთდროულად დაიფშვნა და პოლონეთს მიეცა შანსი გამხდარიყო თავისუფალი. ეს მომენტი დადგა, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი, ავსტრია და გერმანია იბრძოდნენ შესაბამის მხარეებზე, მაგრამ რევოლუციებიგან დასუსტებულებმა განიცადეს მარცხი და დიდი ხნით დაკარგეს თავიანთი ძალა. მალე, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო რუსეთ-პოლონეთის ომი. რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ, პოლონეთმა შეძლო რუსეთის ახალ მართველ რეჟიმთან ურთიერთობების აღდგენა და რუსეთის იმპერიის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება.

მოკავშირეების მიერ დამარცხებული ავსტრია და გერმანია, მოკავშირეთა კოალიციის მოთხოვნის საფუძველზე, იძულებულები გახდნენ დაებრუნებინათ პოლონეთისათვის მათ მიერ მითვისებული მიწები და ეღიარებინათ პოლონეთის დამოუკიდებლობა.

ჩნდება კითხვა: რატომ მოიქცა კოალიცია ასე და რაში აწყობდა მას პოლონეთის დამოუკიდებლობის აღიარება? სავარაუდო პასუხი შეიძლება იყოს, რომ დასავლეთს ეშინოდა გერმანიის, რომელიც დამარცხების შემდეგ აღიდგენდა თავის ძალებს, დადგებოდა ფეხზე და სავარაუდოდ შეუქმნიდა საფრთხეს მშვიდობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დაუბრუნდებოდა თავის ძველ აგრესიულ პოლიტიკას. ამის თავიდან ასაცილებლად ალიანსმა გადაწყვიტა დაესუსტებინა გერმანია და შეექმნა საიმედო მოკავშირე აღმოსავლეთ ევროპაში. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გარშემორტყმოდნენ გერმანიას და ამისათვის  პოლონეთს და ჩეხოსლოვაკიას დაეხმარნენ გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები. თუმცა, ამგვარი პოლიტიკა აღმოჩნდა არაჭკვიანური და მოკლევადიანი, რადგან პოლონეთი და ჩეხოსლოვაკია იქნებოდნენ ძლიერები მანამადე, სანამ გერმანია იქნებოდა სუსტი. იმ წუთიდან, როცა გერმანია დადგა ფეხზე და მზად იყო აგრესიისათვის, მან განიზრახა სისხლიანი რევანში ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ. ამჯერად გერმანია კარგად იყო მომზადებული ომისათვის და ცხადია ადვილად შეძლო ახალი და გამოუცდელი პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის დაჯაბნა. თუმცა, პოლონეთმა მიიღო დიდი მხარდაჭერა მისი მეგობარი საფრანგეთისაგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამბობენ რომ პოლონეთმა ვერ დაინახა, თუ რამდენად საშიში იყო ის ფაქტი, რომ დასავლეთმა ჯეროვნად ვერ შეაფასა გერმანიის მომავალი ძალა. პოლონეთმა დაიწყო მოქმედება ისე, როგორც ამას ძლიერი ერები გააკეთებდნენ, თუმცაღა იგი შორს იყო ამ წოდებისგან. გარდა იმისა, რომ პოლონეთმა ვერ მოასწრო ძლიერი არმიის შექმნა, მისი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ იგი არ ეცადა აღედგინა ურთიერთობა მის ძლიერ მეზობელთან, გერმანიასთან. მას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ წერტილი დაესვა ძველი მტრობისათვის და დაემყარებინა მეზობლური ურთიერთობა გერმანიასთნა. ეს დიდი შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა და პოლონეთს დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაუჯდა.

არსებობდა ბევრი პოლიტიკური პარტია, როგორც პოლონეთში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ პარტიების როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის მიხედვით, თუ რა წვლილს შეიტანდნენ ისინი პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენაში. თუმცა, განსხვავებული იყო მათი პოლიტიკური ლიდერების აზრები იმასთან დაკავშორებით, თუ რა იქნებოდა უკეთესი მათი ქვეყნისათვის და შესაბამისად განსხვავდებოდა მათი მიდგომაც ამ საკითხისადმი. ყველაზე რეალურ და ძლიერ ძალას სათავეში ედგა იუზეფ პილსუდსკი. ის მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ყველა ასპექტში. ძლიერი, მამაცი, ნამდვილი პოლონელი პატრიოტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.  იგი მზად იყო ნებისმიერი თავდადებისათვის თავისი ქვეყნისათვის. პილსუდსკი შორსმჭვრეტელი, ჭკვიანი პოლიტიკოსი და გახსნილი გონების პატრონი იყო. იგი გრძნობდა, რომ ევროპა ომისათვის ემზადებოდა და რომ ეს ომი პასუხს გასცემდა ბევრ კითხვას.

მისი აზრით, რაც არ უნდა ძლიერები ყოფილიყვნენ პოლონეთის მოკავშირეები, პოლონეთი თვითონ უნდა ყოფილიყო ძლიერი და ყოლოდა ბრწყინვალე, კარგად შეიარაღებული არმია. იუზეფ პილსუდსკი დაიბადა 1867 წელს, ვილნიუსის მახლობლად, მისი ბაბუის მამულში. იმპერიულმა რუსეთმა იგი გადაასახლა ციმბირში, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის. 5 წლიანი დევნის შემდეგ იგი დაბრუნდა თავის სამშობლოში და დააარსა პოლონეთის სოციალისტური პარტია. 1900 წელს იგი ხელმეორედ დააპატიმრეს, მაგრამ მან შეძლო ინგლისში გაქცევა. 1902 წელს იგი დაბრუნდა პოლონეთში და ჩუმად დაიწყო პოლონეთის არმიის ჩამოყალიბება. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის მას ყავდა 10 000 კაციანი არმია. ავსტრიის ხელისუფლებამ მისცა მას უფლება, გაეწვრთნა ჯარი ავსტრიის ტერიტორიაზე. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ძალები რუსეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. გასაგებია, რომ პილსუდსკი არ იყო განმსჭვალული სიმპატიებით ავსტრიის მიმართ, მას სძულდა ორივე ქვეყანა, ისევე როგორც სძულდა რუსეთი. მას სურდა გაეწვრთნა პოლონელი რაზმები, რათა საფუძველი ჩაეყარა პოლონეთის არმიისათვის.  იგი თავის იდეას ასე განმარტავდა: “პოლონეთი მზადაა გაყვეს ეშმაკს თავისი ნებით, თუ იგი უზრუნველყობს მას იარაღით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად.”

პოლონური ლეგიონის ჩამოყალიბებით მან ბევრი თავისი მიმდევარი გააბედნიერა. სწორედ აქედან წამოვიდა სახელი “ იუზეფ პილსუდსკის ლეგიონი”. ეს მოხდა ქალაქ ლვოვში, პირველი მსოფიო ომის დაწყებამდე 7 წლით ადრე. პილსუდსკის ლეგიონი მზად იყო ბრძოლისათვის. ის დიდი მომენტი, რომელსაც ისინი ელოდნენ, დადგა და მათი ოცნება იქცა რეალობად! პოლონეთის არმიის ისტორიის პირველი გვერდები დაიწერა და სწრაფად განვითარებული მოვლენები კიდევ ამატებდნენ გვერდებს ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა პოლონეთის ისტორიაში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დასაწყისი იყო.

თავად პილსუდსკი, ისევე როგორც მისი მოძრაობა და ხალხი, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, აღქმული იყო, როგორც მემარცხენე მოძრაობა. ეს ორგანიზაციები დაკავშირებული იყო პოლონეთის სოციალისტურ პარტიასთან. მაგრამ, ეს სავსებით გასაგებია, რადგან პოლონეთის სოციალისტური პარტია იყო პლიტიკური პარტია, რომელიც უწევდა ყველაზე დიდ წინააღმდეგობას იმ დიდ ძალებს, რომლებსაც პოლონეთის შუაზე გაყოფა სურდათ.  ამ პარტიას ბევრი მალული მებრძოლი ჰყავდა, რომლებსაც არ ეშინოდათ დევნის. თუმცა, თავად პილსუდსკი არ იყო სოციალისტი და როცა საჭირო დრო დადგა, მან უყოყმანოდ გაწყვიტა კავშირი პოლონეთის სოციალისტურ პარტიასთან და ღიად გამოაცხადა, რომ სოციალიზმი არ არის ის რაც პოლონეთს სჭირდება.

მას შემდეგ, რაც პოლონეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და დაიწყო ახალი მთავრობის ფორმირება, სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს მოუნდათ ამაში დიდი როლი ეთამაშათ. ამტკიცებდნენ, რომ მათ პარტიებს დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მათ ყველას უნდოდათ ჰქონოდათ ხმა ახალი სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში. არსებობდა სამი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი: პოლონეთის სოციალისტური პარტია, იუზეფ პილსუდსკის პარტია და ნაციონალური დემოკრატიული პარტია. ეს ბოლო იყო ძლიერი მემარჯვენე პარტია, ძალიან კონსერვატიული შეხედულებებით. Oმის დაწყებამდეც, ეს პარტია ცდილობდა მოეძებნა კომპრომისი სამ ძლიერ ძალასთან, რომლებიც ყოფდნენ პოლონეთს. ისინი ერიდებოდნენ რ

Category: სამხედრო ისტორია | Added by: Giorgi (16-აგვისტოში-09)
Views: 1592 | Rating: 4.0/2 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site