საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სამხედრო ისტორია [11]
სამხედრო ისტორია
საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები [13]
საქართველოს ბრძოლოები [2]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 29-მარტში-24, 18.25
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ისტორია » სამხედრო ისტორია

საბჭოთა არმიის ქართული ქვედანაყოფები 1922-1956
საბჭოთა არმიის ქართული ქვედანაყოფები 1922-1956
 
სსრკ-ში სულ შექიმნა 66 ნაციონალური დივიზია, აქედან 37-მა იბრძოლა მეორე მსოფლიო ომში. ნაციონალური ქვედანაყოფები გააუქმნა ნიკიტა ხრუშოვმა სტალინის გარდაცვალების მერე ... არის ცნობები, რომ გორის ქართული დივიზია 1956 წელს მზად იყო თბილისისკენ ელაშქრა რუსული დანაყოფების წინააღმდეგ.

მაშ ასე! ქართული ქვედანაყოფების სია ...

სტალინის სახელობის წითელდროშოვანი 47-ე სამთო-მსროლელი დივიზია
შეიქმნა 1922 წელს (მეთაური ს. ლევკტაძე).
პირველი სახელი: I ქართული სამთო-მსროლელი წითელდროშოვანი დივიზია
დისლოკაციის ადგილი ქ. ბათუმი. მოქმედ არმიაში იყო 20.09.1941-დან, 30.06.1942-მდე. იბრძოდა ჩუტოვოს რაიონში, ხარკოვის მიმართულებაზე. მე-6 არმიის შემადგენლობაში უტევდა ქ. ხარკოვს, მაგრამ მაისის ბოლოს ალყაში მოექცა, განადგურდა და შეწყვიტა არსებობა. ბოლო მეთაური იყო გენერალი ფილიპე მატიკინი.

ფრუნზეს სახელობის 63-ე წითელი ვარსკვლავის ორდენოსანი სამთო-მსროლელი დივიზია
დაარსდა 1924 წელს როგორც ''მეორე ქართული მსროლელი დივიზია''.
იბრძოდა 1941 წ. სექტემბრიდან 1942 წ. ივნისამდე.
ქალაქ ფეოდოსიასთან (ქერჩი) განიცადა დიდი დანაკრგები, მოქმედებდა რა დესანტის მეორე ეშელონში. დივიზიამ არსებობა შეწყვიტა ალყაში, 44-ე არმიის შემადგენლობაში.

"ანაპის" სახელობის წითელდროშოვანი 414-ე მსროლელი დივიზია
დაარსდა 1942 წელს.
იბრძოდა 44, 37, 58 დ 46-ე არმიების შემადგენლობაში. დაჯილდოებულია წითელი დროშით ორდენით და ეწოდა საპატიო სახელი "ანაპის". იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში და ტამანის ნახევარკუნძულზე. 1944 წელს მონაწილეობდა ყირიმის განთავისუფლებაში. სევასტოპოლის აღებისას დივიზიამ მოკლულების სახით დაკარგა 1000-ზე მეტი ჯარისკაცი. მეთაური: ს. ძაბახიძე (ზამბახიძე?)

"ტემირიუკის" სახელობის წითელდროშოვანი 276-ე მსროლელი დივიზია
დაარსდა 1942 წელს.
ორჯერ დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით.

406-ე მსროლელი დივიზია
დაარსდა 1941 წელს.
იბრძოდა 46-ე არმიის შემადგენლობაში 1942 წელს. 1943 წლის იანვრიდან გადაიყვანეს რეზერვში.

392-ე მსროლელი დივიზია
დაარსდა 1941 წელს.
იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში 1941 წ. დეკემბრიდან 1942 წ. იანვრამდე. 1942 წ. მაისიდან სექტემბრამდე იმყოფებოდა ლესელიძის 40-ე არმიის შემადგენლობაში. განიცდიდა მძიმე დანაკარგებს, რის გამოც გადაიყვანეს რეზერვში და ბრძოლებში მონაწილეობა აღარ მიუღია. მეთაური: ი. სილაგაძე

296-ე მსროლელი დივიზია
დაარსდა 1943 წელს. ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. იმყოფებოდა რეზერვში.

349-ე მსროლელი დივიზია
დაარსდა 1942 წელს. ბრძოლებში არ მონაწილეობდა, იმყოფებოდა რეზერვში.

მე-9 სამთო-მსროლელი დივიზია
დაარსდა 1922 წელს როგორც კავკასიის 1-ლი მსროლელი დივიზია.
1941 წელს იმყოფებოდა ბათუმში. იბრძოდა ფრონტებზე. 1943 წელს ეწოდა კრასნოდარის მე-9 წითელდროშოვანი სამთო-მსროლელი დივიზია. ბოლო მეთაური გენერალი პ. მეტალნიკოვი.

კავკასიის 306-ე მსროლელი პოლკი
დაარსდა 1919 წ.
1936 წელს ეწოდა აჭარის სსრ-ის სახელობის 25-ე პოლკი. იბრძოდა ფრონტებზე. დაჯილდოვდა სუვოროვის ორდენით და მე-9 მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობაში ეწოდა სუვოროვის სახელობის 36-ე მოტომსროლელი პოლკი.
შოთა შალამბერიძე. 1942 წ., შემოდგომა. კავკასიის მთები
 
 
კანკავა ვლადიმერ
საბჭოთა კავშირის გმირი.
392-ე ქართული დივიზიის 673-ე ცალკეული მესანგრეთა ბატალიონის კომისარი.
დაიღუპა 1942 წლის 9 სექტემბერს ბალყარეთში ალყის გარღვევის დროს.
გიორგი თარხნიშვილი
კაპიტან-ლეტენატი
განათლება:
სამხედრო საზღვაო სასწავლებელი 1936წ, წყალქვეშა ცურვის სასწავლო ჯგუფით სამეთაურო შემადგენლობის  კურსი 1939წ.
სამხედრო კარიერა: "შ-321"-ის შტურმანი 1936-1938წ, "შ-324"-ის შტურმანი 1938, მეთაურის თანაშემწე "შ-309" 1938-1939წ. 
საბრჭოთა-ფინეთის ომის მონაწილე, მეთაურის თანაშემწე "შ-324" 1939-1940"წ. 1940 წ 4 ივლისის დაინიშნა შ-324-ის მეთაურად. მისი ხელმძღვანელლობის ქვეშ წყალქვეშა ნავმა განახორციელა 2 საბრძოლო გასვლა, მაგრამ არ შეუტევია. გაუჩინარდა (დაიკარგა) თვაის გემთან ერთად 1941 წლის ნოემბერში. დაჯილდოვებულია წითელი დროშის  ორდენით 1940წ.
წყალქვეშა ნავ შ-324-ის კაპიტანი. დაიღუპა ბალტიის ზღვაში რეიდის დროს ეკიპაჟთან (39 კაცი) ერთად. სავარაუდოდ ნაღმზე აფეთქდნენ.

ვინც რა იცით დაპოსტეთ ... ფოტოები დადეთ და ა.შ.
Category: სამხედრო ისტორია | Added by: Giorgi (20-აგვისტოში-09)
Views: 1439 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site