საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ხუთშაბათი, 25-აპრილში-24, 18.10
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
[ ] 13-აგვისტოში-09, 14.13
ქაქუცა ჩოლოყაშვილი
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი.
პირველი მსოფლიო ომი [რედაქტირება]
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. 1914 წელს იგი ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამის შემდგომ იგი კავკასიის ფრონტზე იქნა გადაყვანილი. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში.სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა დიდებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. ამასობაში საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას და ქაიხოსრო უკვე თავის საამაყო სამხედრო კარიერას სუვერენული სამშობლოს ჯარში აგრძელებს. სამწუხაროდ, მას დიდხანს არ დასცალდა მამულისადმი მსახური.

საქართველოს ოკუპაციის შემდგომ
ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს როცა ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლიათ. იგი ამ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა მივლინებული რუსეთის ჯარის საწინააღმდეგო ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი დაუცხრომელი ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ქ. ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. სწორედ ამ დროს ჩაისახა შეფიცულთა რაზმი, რომლის ბელადიც ქაქუცა გახდა. ასევე იხსენიებდნენ შემდგომში მას თანამებრძოლები.

1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. 1922 წლის ზაფხულში ამბოხებამ იფეთქა ხევსურეთში, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. უამრავი ადამიანი იქნა გაჟლეტილი, მაგრამ მტერმა ქაქუცას კვალს მაინც ვერ მიაგნო. ამასობაში იგი ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩეჩნები შემოეერთებინა და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, გაერთიანებული ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება. 1924 წლის 29 აგვისტოსთვის დანიშნული იქნა უმთავრესი ამბოხება, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ. გაურკვეველი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გაუადვილა აჯანყების ჩახშობა.აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებას ყველაზე დიდ საფრთხეს სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი უქმნიდა.

1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924 6 სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა სახელგანთქმული ხევ-გძელას ბრძოლა, სადაც ქ. ჩოლოყაშვილმა თავისი უბადლო სამხედრო ტალანტი გამოავლინა და ასეულობით რუს ჯარისკაცს ერთმანეთი დაახოცვინა.


1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და საქართველოში დატრიალებული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. 1924 წლის სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით(ტრაპიზონიდან) გეზი საფრანგეთისკენ აიღო. ბედის ირონით, ადამიანი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიას მწარე დამარცხება აგემა სარიყამიშთან, ხიშტზე წამოცმული თეთრი დროშით გადავიდა საზღვარზე და ოსმალეთს სთხოვა დროებითი თავშესაფარი. ბედის კიდევ ერთი დაცინვა იყო ისიც, რომ კომუნისტი ქართველების მიერ ბანდიტად შერაცხულ და სამშობლოდან გამოდევნილ პატრიოტს თურქმა ოფიცერმა, ვინც მიიღო ლტოლვილი ქართველები, პატივისცემის ნიშნად იარაღი არ ააყრევინა. ოსმალეთიდან ქართველთა რაზმი საფრანგეთის გზას დაადგა. ქაქუცამ დიდი გაჭირვებით მოახერხა, რომ მისი ყველა რაზმელისათვის მიეცათ ჯერ საფრანგეთში და მერე პარიზში გამგზავრების უფლება, რადგან ოსმალეთში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ დახვედრიან ახალ ლტოლვილებს. ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა გარდაიცვალა.ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რომ როდესმე მაინც ამ გზით უფრო იოლად მოეხერხებინათ მისი საქართველოში ჩამოსვენება, მაგრამ მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და ერთმანეთში შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. თუმცა, ამ იდეას მრავალი დევნილობაში მყოფი პატრიოტი ეწინააღმდეგებოდა იმ მოსაზრებით, რომ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

 სამშობლოში რეაბილიტაცია
კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ბანდიტად. მრავალი ათეული წლის მანძილზე დიდი მებრძოლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ.გამსახურდიამ და მ.კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.
მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქ.ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის [საჭიროებს წყაროს მითითებას] საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება). ეროვნული გმირის ცხედარს ეახლნენ პრეზიდენტი მ.სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მოგვიანებით, მისი ნეშტი მოტოციკლებისა და მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.

მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2005 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, 15:15 საათზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი მამულიშვილის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს.
 
ნინო ბაგრატიონ-მუხრანელი ქაქუცასადმი მიწერილი წერილისთვის ციმბირში გადაასახლეს! 
  
 1924 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გასაბჭოებიდან სამი წელი იყო გასული, ქვეყანაში მდგომარეობასთან შეგუების ნაცვლად, უფრო იზრდებოდა ანტიბოლშევიკური განწყობა. 1921 წლის ზაფხულში სვანეთში აფრიალებული აჯანყების დროშა ღიად თუ ფარულად წინ მიუძღვოდათ ოკუპაციასთან შეურიგებელ მამულიშვილებს. ქვეყნის მართვის სადავეებთან თავშეყრილი თანაპარტიელები განურჩეველი სისასტიკით სჯიდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი და სურვილი გააჩნდათ. შირმად გამოყენებული მუშურ-გლეხური პარტიის უკან ამოფარებულნი ურცხვად ანადგურებდნენ ქართულ არისტოკრატიას, ინტელიგენციას, გონს, გენს... 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და 19 მაისს გაუსამართლებლად დახვრიტეს `სამხედრო კომისიის~ წარმომადგენელთა ინიციატივით 1922 წელს შექმნილი `დამოუკიდებლობის კომიტეტის~, იგივე `პარიტეტული კომიტეტის~ წევრები – გენერლები: კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე; პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ივანე ქუთათელაძე, ალექსანდრე მაჭავარიანი, დიმიტრი ჩრდილელი და როსტომ მუსხელიშვილი; ოფიცრები: სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, მიხეილ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, ივანე ქუთათელაძე, გიორგი (გოგიტა) ფაღავა. მათი ბედი ვაჟა-ფშაველას ვაჟმა, ლევან რაზიკაშვილმაც გაიზიარა.
  საინტერესოა ის გარემოებაც, რომ რეპრესირებულნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ მათი ოჯახის წევრი ქალებიც კი. უშიშროების სამინისტროს არქივში დაცულია სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლის, ნინო ბაგრატიონ-მუხრანელის საქმე. მეუღლის დახვრეტიდან ერთი წლის მერე, 1924 წლის მაისში, დააპატიმრეს 25 წლის ქვრივი. როგორც ვარკვევთ, მასზე `ნადირობა~ გაცილებით ადრე დაიწყო. დუშეთის მაზრის უფროსს, 2 აგვისტოს მიუტანეს ბრძანება, სადაც ნათქვამია: `სასწრაფოდ დააპატიმრეთ და მოიყვანეთ საგანგებო კომიტეტში, თბილისიდან სოფ. მუხრანში გასული, ყოფილი თავადის (აწ უკვე დახვრეტილი) სიმონიკა მუხრანელის ცოლი ნინა ვასილის ასული მუხრანელი~. ბრძანებას ხელს აწერენ კვანტალიანი, ბერია და ხუმაროვი. როგორც ჩანს, ბრძანებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და თვალთვალიც გაგრძელდა. 1923 წლის 3 სექტემბერს, ჩოლოყაშვილის `ბანდის~ ერთერთი წევრი, ვინმე მ. შაშიაშვილი სრულიად საიდუმლოდ აცნობებს `დაინტერესებულ~ პირებს, რომ მაისში, თელავის მაზრაში მის გამგზავრებამდე (სადაც შვიდ ამხანაგთან ერთად მიდიოდა ქაქუცასთან შესაერთებლად), თბილისში მაცხოვრებელმა ნინა მუხრანელმა (ყოფილი თავადის ასული), ყაჩაღ ვანო ყარანგოზოვის სახლში გამოაგზავნა წერილი და ორი ამანათი პაპიროსით, ქაქუცასთვის გადასაცემად(!). თუ მივყვებით მოვლენების განვითარებას, ვნახავთ რომ ამავე წლის, ამავე თვის 23 რიცხვში, ვასილ ბაგრატიონ-დავიდოვი წერს ხელწერილს, სადაც ითხოვს ერთ კვირას იმისთვის, რომ ტელეგრაფის საშუალებით ასული აბასთუმნიდან დაიბაროს იმ საკითხზე დასაკითხად, რისთვისაც ის დააკავეს. როგორც ირკვევა შვილის ადგილ-სამყოფელის გასარკვევად მამა დააპატიმრეს და სატყუარადაც გამოიყენეს. თავმოყვარე თავადი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, რომ პირობასაც კი დებს: `იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევასრულებ ჩემს თავზე აღებულ ვალდებულებას, ან შევეცდები ქალიშვილის საცხოვრებლის კვალის დაფარვას, მზად ვარ დამაპატიმროთ და მომისაჯოთ უმაღლესი ზომა – დახვრეტა~! მეთოდმა, როგორც ირკვევა გაამართლა! საქმეში ჩადებულია 25 სექტემბრით დათარიღებული ხელწერილი, რომელიც უკვე თვითონ ნინა ბაგრატიონ-მუხრანელს ეკუთვნის. თავადის ასული `წითელ~ ხელისუფლებას პირობას აძლევს, რომ არც საცხოვრებელ ადგილს შეიცვლის და არც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლებს. საყურადღებოა ის საბაბი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენეს `წესრიგის დამცველებმა~. ეს გახლავთ ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი მიწერილი წერილი, რომლის ასლიც, ვინმე ნოვოსელცევმა, პატაკში ჩადო და მის საფუძველზე მოითხოვა საქმის გამოძიება. ბარათისთვის მეტი სიმძაფრე რომ მიეცათ და `ყველასათვის~ გასაგები ყოფილიყო, რუსულადაც კი თარგმნეს: `ძვირფასო ძმებო, ქაქუცა და ვანიჩკა! მიიღეთ გულწრფელი და ღრმა მოკითხვა ჩემგან – დაობლებული, უიმედოდ და მარტოსულად დარჩენილი ნინასაგან. აღარ არის სიმონი, აღარ არის ჩემი სიმონიკა, გესმის ვანიჩკა, გესმის ქაქუცა? დიდი თავადი უკვე აღარ არის! მან სიცოცხლე გასწირა თავისი სამშობლოსთვის ისე ლამაზად, ისე ვაჟკაცურად, როგორც თვითონ იყო ლაღი და თავისუფალი. მისი უკანასკნელი სიტყვა, როგორც გადმომცეს, იყო: `რატომ ტირით, ნუთუ ჩვენ მამაკაცები არ ვართ? თქვენ არ იცით რატომ ვიღუპებით? მე მხოლოდ ვნანობ, რომ ჩვენი სამშობლოსათვის ვერაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენს შემდეგ რჩება ხალხი და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. ჩვენ კი იქ შევიტყობთ, როდესაც საქართველო გახდება თავისუფალი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!~ ამის მერე, ის საქართველოს თხუთმეტ საუკეთესო შვილთან ერთად აწამეს. მათ გამო არ ვტირი. პირიქით, ვამაყობ მათით როგორც ქართველი დედა, რადგან ისინი ყველასათვის წმინდანებად იქცნენ. მეც სიმონიკასთან ერთად დიდი იმედით, ხმამაღლა ვამბობ: გაუმარჯოს ჩვენს მომავალს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მიიღეთ ჩემი დალოცვა. დიდი თავადის სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე~. დადგენილებაში, რომლითაც მთავრდება ნინო ბაგრატიონ-მუხრანელის საქმე, მკვეთრი ფერებითაა დახატული მისი `ანტისაბჭოური~ ცხოვრება. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ თავადის ქვრივმა იცოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდისა და იქ წამსვლელთა ადგილ-სამყოფელი. სარგებლობდა რა ამით, ამანათებსაც კი უგზავნიდათ ტყეში ყაჩაღად გასულებს. ესეც არ მიაჩნდა საკმარისად და წერილიც კი მისწერათ, სადაც, გაბედა და, საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილი ღიად განაცხადა! აქედან გამომდინარე, საგანგებო კომიტეტმა მისი დამუშავება დაიწყო. აღმოაჩინეს, რომ გასული წლის (1923 წლის) შვიდ ივლისს მან საკუთარ წერილთან ერთად, გიორგი წინამძღვრიშვილის დაშიფრული წერილი გაუგზავნა ჩოლოყაშვილს. ამ წერილში (ნათქვამია პატაკში), ნინა ბაგრატიონ-მუხრანელი `მკვეთრი ფერებით ხატავს თავის შოვინისტურ განწყობილებას და საბჭოთა ხელისუფლებისადმი ღრმა სიძულვილს... ...ამ მიზეზმა მოგვცა შესაძლებლობა ეჭვი მიგვეტანა მოქალაქე მუხრანელის ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობაში. მაგრამ შემოწმებამ ეს არ დაამტკიცა. 19 აპრილს განმეორებით გამოვიძახეთ და დანაშაულის აღიარებაზე, მიუხედავად გაფრთხილებისა, კატეგორიული უარი განაცხადა. ...ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოქალაქე ბაგრატიონ-მუხრანელი მიგვაჩნია საშიშ პიროვნებად და აუცილებელია სასწრაფოდ მისი საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის შორეულ გუბერნიაში გასახლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლების ჩამორთმევით.~ ნინო ბაგრატიონ-მუხრანელი სურვილისთვის საქართველო დამოუკიდებელი ენახა, ციმბირში გადაასახლეს! პ.ს. `ჯორჯიან თაიმსს~ მასალის მომზადებაში უშიშროების სამინისტროს საარქივო სამმართველო დაეხმარა.
Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 2134 | Downloads: 1 | Comments: 1 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 1
1 ეფ  
0
მაგადია

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site