საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ხუთშაბათი, 25-აპრილში-24, 03.09
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ჯონ მალხაზ დავით შალიკაშვილი
[ ] 16-აგვისტოში-09, 09.22
ჯონ მალხაზ დავით შალიკაშვილი დაიბადა დიმიტრი შალიკაშილის ოჯახში, რომელიც 1918-1921 წწ. დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა. საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ დიმიტრიმ მეუღლესთან ერთად თავი პოლონეთს შეაფარა, სადაც მათ სამი შვილიოთარი, მალხაზი და გეილი გაუჩნდათ. მეორე მსოფლიო ომში დიმიტრი გერმანელებთან ერთად ქართულ ბრიგადაში იბრძოდა იმ მიზნით, რომ საქართველო გაენთავისუფლებინათ ბოლშევიკური რუსეთის მარწუხებისაგან. შემდეგ, მისი სამხედრო ერთეული ბრიტანელებმა იგდეს ხელთ და ომის ბოლომდე მან სამხედრო ტყვეთა ბანაკში გაატარა. 1943 წელს დიმიტრის მეუღლე სამ შვილთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა ცეცხლმოდებული ვარშავა და მათ პაპენჰაიმში (გერმანია) გაქცევით უშველეს თავს. ტყვეობიდან განთავისუფლებული დიმიტრი ოჯახს დაუბრუნდა.

 ჯონ მალხაზ შალიკაშვილი  სამხედრო ქუდით მის მამასთან და ძმასთან ერთად პოლონეთში

1952 წელს შალიკაშვილები აშშ-ში გადასახლდნენ და ბინა პეორიაში (ილინოისის შტატი) დაიდეს. პეორიაში მალხაზმა დაამთავრა საშუალო სკოლა. 1958 წლის ივნისში მან მანქანათმშენებლობის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრედლის უნივერსიტეტში. 1958 წლის მაისში შალიკაშვილების ოჯახმა აშშის მოქალაქეობა მიიღეს. შემდგომ მალხაზი საკუთარი ნებით შედის ამერიკის არმიაში, სადაც იწყება მისი რთული მაგრამ თავბრუდამხვევი სამხედრო კარიერა.

 

1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ. 1997 წლის სექტემბერში, ამერიკის არმიაში 38-წლიანი მსახურის შემდეგ გენერალი შალიკაშვილი საკუთარი სურვილით თავისუფლდება. ამჟამად, შალიკაშვილი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორია, სადაც იგი მოღვაწეობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში. 2004 წელს ჯონ მალხაზ შალიკაშვილი მრჩევლი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში. გენერალ შალიკაშვილს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 1516 | Downloads: 0 | Rating: 3.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site