საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 26-აპრილში-24, 03.01
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ლეო კერესელიძე
[ ] 16-აგვისტოში-09, 06.16

ლეო კერესელიძე (დ. 1885 - გ. 1944), ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი; ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გენერალი.

კერსელიძე დაიბადა ცნობილი მოღვაწის მათე კერესელიძის და მარიამ ყანჩელის ოჯახში. მონაწილეობდა 1905 წ. რუსეთის ჰეგემონიის წინააღმდეგ გამოსვლებში. სახელი გაითქვა თავდასხმებით რუსულ სამხედრო ნაწილებზე და დივერსიებით დუშეთსა და სოხუმში. შემდეგ ევროპაში ცხოვრობდა. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი სადაც პრივატ-დოცენტის ხარისხიც მოიპოვა. 1910-იან წწ. ჩაბმული იყო ჟურნალისტიკაში. 1913-14 წწ. თანარედაქტორობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთს "თავისულფალი საქართველო" რომლის დამფუძნებელი მისი ძმა გიორგი კერესელიძე იყო. იმავე პერიოდში მეცნიერ მიხეილ წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს", რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ბერლინში დაიდო ბინა. აქ კერესელიძე თანამშრომლობდა "ქართულ გაზეთში" და მონაწილეობდა "ქართული ლეგიონის" ჩამოყალიბებაში. ეს შენაერთი, რომელსაც სათავეში თვითონვე ჩაუდგა, განთავსებულ იქნა ოსმალეთ-რუსეთის კავკასიის ფრონტზე. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. კერესელიძემ ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით შეავსო და განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან. მოგვიანებით, ოსმალეთის სარდლობასთან უთანხმოების გამო ლეგიონი ფაქტიურად დაშალეს, მაგრამ კერესელიძე განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდში, 1918 წ. მაისში, კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა. იგი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობა მიიღო ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. საბჭოთა რუსეთის არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კერესელიძე ემიგრაციაში წავიდა. მისი ძმა, იასონი, საქართველოში დარჩა და იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის (დამკომი. ხელმძღვანელი: გენერალი კონსტანტინე აფხაზი) სამხედრო ცენტრის წევრი. იგი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად 1923 წ. დახვრიტეს.

საქართველოდან წასვლის შემდეგ ლეო კერესელიძე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც ჩამოაყალიბა მემარჯვენე-ნაციონალისტური ორგანიზაცია "თეთრი გიორგი" (1924), რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე,1942 წ. მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისთა კავშირის შექმნაში. იგი 1944 წელს იმსხვერპლა ნაღმის ნამსხვრევმა.

ლეო კერესელიძის მოღვაწეობას ბიოგრაფიული რომანი "უსასრულო ბრძოლა" (Uნენდინგ Bატტლე) მიუძღვნა ინგლისელმა მწერალმა ჰაროლდ კორტენეი არმსტრონგმა (Hაროლდ ჩოურტენაყ Aრმსტრონგ; 1891-1943).

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 1528 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site