საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შაბათი, 27-აპრილში-24, 06.29
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი 1
[ ] 15-აგვისტოში-09, 10.44
პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი ― გ. 24 სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი), რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:

 

 «რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი»

 

ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პრეისიშ-ეილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.

 

 წარმოშობა

მისი პაპა ალექსანდრე იყო ვახტანგ VI-ის ძმის იესეს შვილი. მეფე იესეს სიკვდილის შემდეგ მაჰმადიანი ალექსანდრე (ისაკ–ბეგის სახელით) თეიმურაზსა და ერეკლეს ებრძოდა, თუმცა შემდეგ თეიმურაზის მეცადინეობით ის მოინათლა და ეწოდა ალექსანდრე. ის ყიზლარში დასახლდა 1759 წელს. ალექსანდრეს შვილი და პეტრეს მამა ივანე რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. მას ჰყავდა კიდევ ორი შვილი: რომანი (რევაზი) და ალექსანდრე.

  

 სამხედრო კარიერა

 

 ადრეული კარიერა

პეტრე სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით მასზე შეიტყო გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმან 17 წლის ბაგრატიონს სამხედრო სამსახური დააწყებინა კავკასიის მუშკეტერთა პოლკში სერჟანტად. 1783 წლს მან პირველად მიიღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1785 წელს ჩეჩნებთან ბრძოლაში ის ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ შემდეგ გაანთავისუფლა მანსურ მაგომამ პეტრეს მამის ხათრით, რომელიც მათ ადრე ბევრჯერ დახმარებიათ. 1787-1791 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1790 წელს ის იბრძოდა ისევ კავკასიაში. 1793 წელს მან მიიღო პრემიერ−მაიორის ჩინი. 1794 წელს ის პოლონეთში მეთაურობდა ერთ–ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. 20 ივლისს ის მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. მან ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში. ამ გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა:საკუთრივ ამ გამარჯვების გამო ის ვიცე-პოლკოვნიკი გახდა.1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა .

  

 ლაშქრობა იტალიასა და შვეიცარიაში

1798 წელს ინგლისმა, ავსტრიამ, თურქეთმა, ნეაპოლის სამეფომ და რუსეთმა შეკრეს კოალიცია საფრანგეთის წინაღმდეგ იტალიის ტერიტორიების გამოსახსნელად. შეთანხმების მიხედვით საფრანგეთის წინააღმდეგ გასალაშქრებლად ჯარი გამოჰყავდათ ავსტრიას და რუსეთს, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი ინგლისი ზრუნავდა. არმიის მთავარსარდლად დაინიშნა ალექსანდრე სუვოროვი. სუვოროვმა ბაგრატიონი ავანგარდის მეთაურად დანიშნა. არმია ჯერ ვენაში ჩავიდა, შემდეგ კი ჩრდილოეთ იტალია გაანთავისუფლა. ბაგრატიონმა ბრეშის ციხესიმაგრეს შეუტია. აქ ერთხელ მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებაი და საბოლოოდ პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. ავანგარდმა საერთოდ ათასზე მეტი ტყვე და 46 ზარბაზანი ჩაიგდო ხელში ამ გამარჯვების გამო მოწონება დაიმსახურა სუვოროვისგან. მან იმპერატორს პატაკით მიწერა:

 

 «…გენერალ-მაიორ ბაგრატიონს, ვიცე–პოლკოვნიკ ლომონოსოვსა და მაიორ პოზდნევს (ბაგრატიონის ავანგარდში შემავალი სამხედრო ნაწილების უფროსები) ვაქებ ციხე სიმაგრის აღებისას გამოჩენილი სიმარდის, არაჩვეულებრივი თავგამოდებისა და გულმოდგინებისათვის»

 

 

ამ პატაკს მოჰყვა პეტრეს წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოება. 26 აპრილს ბაგრატიონმა ქალაქი ბერგამი აიღო. 28 აპრილს კი ქალაქ ლეკოსთან დაეწია და დაამარცხა გენერალ სერიურიეს დივიზია. სუვოროვმა ამ გამრჯვებისთვის ბაგრატიონი კიდევ ერთხელ შეაქო საკტ-პეტერბურგში გაგზავნილ ბარათში.

 

 «იერიშზე გადასული არმიის მარცხენა ფრთაზე გენერალ-მაიორმა ბაგრატიონმა ექვსი ბატალიონითა და კაზაკთა ორი პოლკით დაიკავა გენუის ციხე-სიმაგრე ნოვოი, სადაც მან ხელთ იგდო დიდი რაოდენობის ნადავლი, ყუმბარები, ბირთვები და სხვა საარტილერიო მარაგი, აგრეთვე ლაფეტები და სავაზნე ყუთები, რაც მან სამოცდაათი საზიდარით გამოგზავნა ჩვენთან»

   

პეტრე ბაგრატიონი. მხატვარი დ. დაიტონი, 1814 წელი1799 წლის 19-21 ივნისს ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა მდინარე ტრებთან გამართულ ბრძოლაში. ბრძოლა სუვოროვის გამარჯვებით დამთავრდა და ფრანგებმა 18000 კაცი დაკარგეს, მოკლულთა, დაჭრილთა და ტყედ ჩავარდნილთა სახით. იტალიის კამპანიაში წარმატებისთვის სუვოროვმა პეტრეს საკუთარი ხმალი აჩუქა, რომელსაც ბაგრატიონი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. 

რუსეთის არმიის წარმატებამ შეაშფოთა ინგლისისა და ავსტრიის მმართველი წრეები. სუვოროვს უბრძანეს, რომ იტალიაში დაეტოვებინა ავსტრიელები, თავისი არმიით კი ალპები გადაეკვეთა და შვეიცარიაში შეჭრილიყო. თან დახმარების აღმოჩენასაც დაპირდნენ. ავსტრიელებმა პირობა, რა თქმა უნდა, არ შეასრულეს. შედეგად, 1799 წლის სექტემბერში სუვოროვის არმიამ დაიწყო ალპების გადალახვა სურსათ-სანოვაგისა და დამხმარე ძალების გარეშე. ავანგარდს ისევ ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა. ავანგარდმა ალპები გადაჭრა,„ეშმაკის ხიდთან“ წინააღმდეგობა დასძლია და არმიის ალპების გადალახვა უზრუნველყო. ბაგრატიონი მუტენის ველზე რიმსკი-კორსაკოვის საგრძნობლად შევიწროვებულ კორპუსს შეუერთდა. ავსტრიის ღალატის გამო არმია ალყაში მოექცა. სუვოროვმა გადაწყვიტა ალყა გაერღვია და ალპების გავლით უკან დაბრუნებულიყო. ამ ოპერაციის შესრულება ბაგრატიონის ხელმძღვანელობით მოხდა. მან არმია ბრაგელის მთების და პანიკისის ხეობის გავლით სამშვიდობოს გაიყვანა. პეტრე გზაში ერთხელ მსუბუქად დაიჭრა. ამის შემდეგ მის ავანგარდს კიდევ მოუწია ერთი ბრძოლის გადახდა შვანდენთან, რათა არმიისთვის უსაფრთხო უკან დახევა უზრუნველეყო. შვეიცარიის ლაშქრობის 16 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ მესამედი დაკარგა, თუმცა არმიის მოქმედებამ დიდი აღტაცება გამოიწვია. რუსეთში დაბრუნებისას სიმამაცისთვის იმპერატორმა პავლე I–მა ლიტვაში მას სოფელი უბოძა, რომელიც მან მაშინვე გაყიდა.

 

 ქორწინება

 ეკატერინე პავლეს ასული სკავრონსკაია–ბაგრატიონიპეტრე იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პიროვნება იყო. ის მეთაურობდა ეგერთა ლეიბ-გვარდიის ბატალიონს, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. პეტრე მას თან ახლდა აგარაკზე და სასახლის ვახშმებზე. 1800 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ წვეულებაზე 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა. თუმცა ბაგრატიონმა მისი გაცნობა არ მოინდომა და იქაურობის დატოვება გადაწყვიტა. ეკატერინე ამ საქციელმა ძალიან გააბრაზა. ის პეტრეს წამოეწია და უთხრა:

 

 «მამაც გენერალს არ შეფერის სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენეს და გაექცეს.»

 

 პეტრე ასეთმა პირდაპირობამ მოხიბლა და გოგონა მალე შეუყვარდა, თუმცა ამ გრძნობას არ იზიარებდა ეკატერინე. ის ხშირად აეჭვიანებდა პეტრეს თაყვანისმცემლებთან გათამაშებული ვერაგული ფანდებით. ეს ამბავი პავლე I–მა გაიგო და მათი დაქორწინება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინეს ოჯახი იმპერატორთან დაახლოებული იყო, მათ მაინც ვერ გაბედეს შეწინააღმდეგება, რადგან ეს ბევრისთვის ავბედითად დამთავრებულა. შედეგად, 1800 წლის 17 მაისს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში გენერალ–მაიორმა ბაგრატიონმა იქორწინა ფრეილინა ეკატერინე პავლეს ასულ სკავრონსკაიაზე. მეჯვარე თვით იმპერატორი პავლე I იყო.

 

პირად ცხოვრებაში ბაგრატიონს არ გაუმართლა. ის სულ ცდილობდა მეუღლესთან და მის ნათესავებთან დაახლოებას, თუმცა უშედეგოდ. მისი მეუღლე მუდმივ დროსტარებაში იყო და როგორც კი დრო მოიხელთა, როდესაც პეტრე ნაპოლეონის წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში ჩაერთო, ვენას მიაშურა.

  

 მესამე კოალიციის ომი

  ულმის კამპანიის შემდეგ-შენგრაბენის ბრძოლა.

 

ბაგრატიონი ხვდება კუტუზოვს შენგრაბენთან1805 წლის აპრილში შეიკრა რიგით მესამე კოალიცია ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ. არმია ისევ რუსეთს და ავსტრიას გამოჰყავდათ, ინგლისი კი მას ფინანსურად უზრუველჰყოფდა. თუმცა მანამდე, სანამ მიხეილ კუტუზოვის არმია გენერალ მაკის არმიას შეურთდებოდა, ნაპოლეონმა ავსტრიელებს შეუტია და ულმთან ისე დაამარცხა, რომ 21 ოქტომბერს ავსტრიელებმა კაპიტულაციას მოაწერეს ხელი. როდესაც ეს ამბავი კუტუზოვმა შეიტყო, მან გადაწყვიტა არმია დუნაის მეორე მხარეს გადაეყვანა ბუკსგევდენის კორპუსს შეერთებოდა. რუსეთის არმია უკან დახევას ცდილობდა საარიერგარდო ბრძოლებით, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. უკან დახევისას ბაგრატიონის არიერგარდმა მდინარე ენსი გადალახა და შემდეგ გადაწვა მტრის შესაჩერებლად. თუმცა მათ მაინც მოუწიათ ბრძოლაში ჩართვა. ამშტეტენთან ბაგრატიონის არიერგარდს შეუტიეს, თუმცა გენერალ მილორადოვიჩის დახმარებით მან წარმატებას მიაღწია. საბოლოოდ არმიამ ედუარდ მორტიეს დივიზია დაამარცხა, დუნაი გადალახა და ყველა დაგასასვლელი დაწვა. 15 ნოემბერს მარშალ იოახიმ მიურატის შენაერთმა დუნაი გადმოლახა და შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. მის შესაჩერებლად ბაგრატიონის არიერგარდი გაემართა, თუმცა მიურატს ეგონა, რომ მის წინ მთელი არმია იყო და მათთან მოლაპარაკება წამოიწყო. ამით ისარგებლა ბაგრატიონმა და შეეცადა რაც შეიძლება მეტი დრო გაეყვანა. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნაპოლეონი მიუხვდა პეტრეს ამ ხრიკს და მიურატს შეტევა უბრძანა. ბაგრატიონი თავისი 6,000 კაცით შეუპოვრად იბრძოდა შენგრაბენთან. ის ალყაში მოექცა, რომელიც წარმატებულად გაარღვია და უკან დახევა დაიწყო. მან დაკარგა 2,402 კაცი და მთელი არტილერია თუმცა, ნაპოლეონმა ბრძოლა შეწყვიტა რადგან, არირგარდის მოქმედებამ უზრუნველჰყო რუსეთის არმიის წარმატებული უკანდახევა. ბაგრატიონის სამხედრო ნიჭს ადასტურებს კუტუზოვის წერილიც, რომელიც ალექსანდრე I-ს მიწერა:

 

 «…მოწინააღმდეგემ ალყა შემოარტყა გენერალ მაიორ თავად ბაგრატიონს იმგვარად, რომ მისი კორპუსის განადგურება გარდაუვალი იყო. …თავადი ბაგრატიონი 6 ათასი კაცისაგან შემდგარი კორპუსით ებრძოდა სხვადასხვა გენერალ–ფელდმარშლების მეთაურობის ქვეშ მყოფ 30 ათას კაცს, გეგმაზომიერად დაიხია უკან და 7 ნოემბერს[11] შემოუერთდა არმიას. თან მოიყვანა ტყვეები: ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, ორი ოფიცერი, ორმოცდაათი რიგითი და ერთი ფრანგული ალამიც მოიტანა. მოწინააღმდეგის ზარალი დიდია, რასაც თვით ტყვეებიც ადასტურებენ. »

 

 ბაგრატიონს წარმატებისთვის გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიანიჭეს და დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენითა და მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვრით. უკანასკნელი ავსტრიის იმპერატორმა მიანიჭა.არიერგარდის მებრძოლებს კი დაურიგეს სამკერდე ნიშნები, რომელზეც ეწერა:„ხუთი ოცდაათის წინააღმდეგ“.

  

 აუსტერლიცი 
 

მდგომარეობა ბრძოლის დაწყებამდე

მდგომარეობა ბრძოლის განმავლობაში

კოალიციის არმიის უკან დახევა მთავარი სტატია : აუსტერლიცის ბრძოლა.

ამის შემდეგ კუტუზოვის არმიას შეუერთდა ბუკსგევდენის 45–ათასიანი კორპუსი და მათმა საერთო რაოდენობამ 125,000 შეადგინა. ბაგრატიონს ახლა უკვე ავანგარდი ებარა. ასეთი მდგომარეობით დაიძრა 28 ნოემბერს არმია ნაპოლეონის არმიასთან საბრძოლველად. 29 ნოემბერს ბაგრატიონმა ელვისებული შეტევით აიღო ქალაქი ვიშაუ. ქალაქ ოლმიუცში არმიას დახვდნენ ალექსანდრე I და ფრანც II. სწორედ ამ ფაქტმა გატაწყვიტა ბრძოლის შედეგი. არმიის მართვა თავის ხელში აიღეს იმპერატორებმა. კუტუზოვის გეგმით ნაპოლეონი ჯერ კარპატებისკენ უნდა შეეტყუებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეეტიათ, თუმცა ეს გეგმა იმპერატორბმა დაიწუნეს. ის მათ დამამცირებელი ეჩვენათ. სამაგიეროდ მათ დაამტკიცეს გენერალ ვეიროტერის სრულიად უნიჭოდ შდგენილი გეგმა. ბაგრატიონმა და კუტუზოვმა წინააღმდეგობა გაუწიეს იმპერატორებს. როდესაც პეტრეს ეს გეგმა გააცნეს, მან თქვა:

 

 «ჩვენ ბრძოლას წავაგებთ»

 

 ლევ ტოლსტოის ნაწარმოებ „ომი და მშვიდობის“ მიხედვით ანალოგიური სიტყვები იხმარა კუტუზოვმაც. ისინი ვერაფერს გახდნენ და საბრძოლველად მოემზადნენ.

 

1805 წლის 15 დეკემბერს სოფელ აუსტერლიცთან გაიმართა ბრძოლა. მოკავშირეები ვეიროტერის გეგმით მოქმედებდნენ. ბაგრატიონს არმიის მარჯვენა ფლანგი ებარა. მის განკარგულებაში იყო 13,000 კაცი. მის წინ განლაგებული იყო ლანის და მიურატის შენაერთები. ნაპოლეონმა ისარგებლა ვეიროტერის გეგმის გამო გამოწვეული არეულობით და მარტივად დაამარცხა მოკავშირეები. ერთადერთი მეთაური, რომლის შენაერთიც არ დაშლილა და უკან მოუხედავად არ გაქცეულა, ბაგრატიონი იყო. საერთოდ არმია კი დამარცხდა და დაიფანტა. იმპერატორებმა თავს გაქცევით უშველეს. მესამე კოალიციის ომიც ფრანგების გამარჯვებით დამთავრდა.

 

ამ წარუმატებულეობას ალექსანდრე I რას აღარ აბრალებდა. მან ბევრი ოფიცერი დასაჯა, მათ შორის კუტუზოვიც, რომელიც მთავარსარდლობიდან გადააყენა. მიუხედავად უნიჭო გეგმისა, რუსებს მაინც ჰყავდათ აუსტერლიცის გმირები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს არმიის გადასარჩენად. მათ შორის იყო ბაგრატიონი. ამ ბრძოლის შემდეგ მან დიდი პოპულარობა მოიპოვა რუსეთში.

 

  მეოთხე კოალიციის ომი

1806 წელს რუსეთმა, ინგლისმა, პრუსიამ და შვედეთმა შექმნეს კიდევ ერთი კოალიცია. არმია რუსეთს და პრუსიას გამოჰყავდათ, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი როგორც ყოველთვის ინგლისი ზრუნავდა. ჯერ კოალიციას მტრის წინააღმდეგ მოქმედება არ დაეწყო, რომ ნაპოლეონი პრუსიაში შეიჭრა. მან პრუსიის არმია იენასთან გენერალურ ბრძოლაში გაანადგურა. 9 ნოემბერს კი უკვე ბერლინი აიღო.

 

ამავე წელს ფრანგები პოლონეთში შევიდნენ. საომრად მზად იყვნენ ბუკსგევდენის და ბენიგსენის კორპუსები, რომელთა საერთო რაოდენოდა 130 ათასს შეადგენდა. არმიის მთავარსარდლად მოხუცი გენერალი კამენსკი დაინიშნა. თუმცა ის მალევე მიხვდა, რომ მთავარსარდლობას ვერ შესძლებდა და არმია დატოვა. იმპერატორმა მთავარსარდლად ბენიგსენი დანიშნა. მისი არმია უნიჭოდ იხევდა უკან და ფრანგების გეგმებს უწყობდა ხელს. ასეთ ვითარებაში 27 იანვარს ბაგრატიონი არმიაში გამოცხადდა და ავანგარდის მეთაურობა ჩაიბარა. მას ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელსაც ბერტიე სწერდა მარშალ ბერნადოტს და უკან დახევა დაიწყო. ბერნადოტის დასაბნევად კი ერთ–ერთი დანაყოფი დატოვა, რომელთაც დემონსტრაციული მანევრი უნდა განეხორციელებინათ. ამ მოქმედებამ არმია იხსნა სრული კრახისგან, თუმცა ბენიგსენი უკან დახევას განაგრძობდა. 5 თებერვალს ბაგრატიონმა ბრძოლები გადაიტანა ქალაქ გოფთან. შემდეგ მას დაევალა შეეკავებინა ფრანგები, სანამ არმია პრეისიშ–ეილაუს მიაღწევდა, სადაც სურდა ბენიგსენს საკონტროლო ბრძოლის გამართვა. ბაგრატიონმა მისი ძალების მთავარი ნაწილი პრეისიშ–ეილაუში გაამაგრა, დანარჩენი კი მის მახლობლად. პირველად შეტევაზე გადმოვიდა ფრანგების ავანგარდი მიურატის მეთაურობით. ბაგრატიონმა უკუაგდო ეს შეტევა. მიურატმა ისევ დაიწყო რუსებზე შეტევა, თან ახლა მას მიეშველნენ ოჟეროსა და სულტის კორპუსები, რომლებიც გვერდიდან უვლიდნენ არიერგარდს. ბაგრატიონმა კონტრიერიშით ისევ უკუაგდო მტერი. ამ დროს ბრძოლას ნაპოლეონმა მოუსწრო, მან კიდევ წამოიწყო შეტევა, თუმცა ბაგრატიონი ბრძოლას აღარ აპირებდა. მან დაკისრებული მისია შეასრულა და ფრანგები შეაყოვნა. პეტრემ ქალაქი დატოვა, უკან დაიხია და ფრანგებს გაეცელა. ამის მიუხედავად ეილაუ ფრანგების ხელში დიდხანს არ ყოფილა. ბენიგსენის ბრძანებით ბაგრატიონმა იერიში მიიტანა და ქალაქი დაიბრუნა. ამას მოჰყვა ქალაქზე ფრანგების იერიში. ბაგრატიონის სურვილის მიუხედავად ბენიგსენმა მას უკან დახევა უბრძანა.

  

ეილაუს ბრძოლა. ქალაქ ეილაუს ბაგრატიონის საპატივცემულოდ 1946 წლის 7 სექტემბერს ბაგრატიონოვსკი უწოდეს.რუსეთის არმიის უკან დახევის შემდეგ ორივე მხარემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის დაიწყო მზადება. ეილაუს ბრძოლა დაიწყო 7 თებერვალს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით რუსების და პრუსიის არმიაში დაახლოებით 67 ათასი, ფრანგებისაში კი 45–დან 70 ათასამდე კაცი შედიოდა. ბრძოლამ 15 საათს გასტანა.  ბრძოლის განმავლობაში რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მათ შეეძლოთ ნაპოლეონის არმია საბოლოოდ დაემარცხებინათ, თუმცა ეს ვერ შეძლეს მთავარსარდლის უხეირო გადაწყვეტილების გამო. არმიამ უკან კენიგსბერგისაკენ დაიხია და ფრანგების დამარცხების შანსი გაუშვა ხელიდან. ორივე მხარემ ბრძოლაში დაახლოებით 25 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

 

ამის შემდეგ არმიებმა შეისვენეს, თუმცა ორივე მხარე გარდაუვალი კონფლიქტისთვის ემზადებოდა. 1807 წლის მაისის მეორე ნახევარში რუსეთის არმიამ იერიში დაიწყო. ავანგარდს ბაგრატიონი მეთაურობდა. 10 ივნისს ფრანგებმა კონტრიერიში წამოიწყეს და რუსებს უკან დახევა აიძულეს. როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში არიერგარდს ბაგრატიონი ჩაუდგა სათავეში უკან დახევის უზრუნველსაყოფად. მან ეს მისია წარმატებით შეასრულა. არმიამ ფრიდლანდისკენ დაიხია, სადაც 15 ივნისს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ბენიგსენმა თავისი უნიჭო მოქმედებებით არმია დაღუპა. ის დამარცხდა და უკან დაიხია ტილზიტისაკენ, სადაც 1807 წლის ივლისის დასაწყისში დაიდო ზავი, რომელიც ტილზიტის ზავის სახელითაა ცნობილი.

  

 რუსეთ–შვედეთის ომი

კოალიციის დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი პეტერბურგში დაბრუნდა, თუმცა იქ ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ამ დროს იმპერატორმა ალექსანდრე I–მა შვედეთთან ომი დაიწყო. რუსეთის არმიამ, რომლის მთავარსარდალი იყო ბუკსგევდენი, 21 თებერვალს ფინეთში შეიჭრა. ბაგრატიონის 21–ე დივიზიამ მოყინული და საშიში გზები საკმაოდ წარმატებით გადალახა და მარტის პირველ ნახევარში დაიკავა ქალაქები ტავასტჰუსი, აბო და ტამერფორსი. შემდეგ განაგრძო წინსვა. 8 დღეში გმირული მანძილი 200კმ გაიარა და ბეირნებორგი აიღო. მას სურდა დევნა გაეგრძელებინა, თუმცა ამაში ხელი ბუკსგედევნმა შეუშალა. არმიამ თავისი მოქმედებით სამხრეთ ფინეთი დაიკავა. აპრილში ბაგრატიონმა არმია ჯანმრთელობის გამო დატოვა და მხოლოდ სექტემბერში დაუბრუნდა მას. ის დაინიშნა ფინეთის დასავლეთ სანაპიროს დამცველი ჯარების მეთურად. აქ მას მოუხდა მის მიერვე დაკავებული ქალაქ აბოს დაცვა. მან სამჯერ მოიგერია შვედების დესანტი, რის შემდეგაც შვედებმა ქალაქის დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნიეს.

 

ახლად დანიშნულმა მთავარსარდალმა კნორინგმა გადაწყვიტა ბოტნიის ყურის გავლით არმია სტოკჰოლმისკენ წაეყვანა. ბევრს არ მოსწონდა ეს გეგმა, რადგან ყურის გადალახვა თითქმის შეუძლებელი იყო. ბაგრატიონი ყურისკენ დაიძრა და მან 17 ათასი ჯარისკაცით ყურე გადალახა. ეს მისი კიდევ ერთი გმირობა იყო. ამის შემდეგ ბაგრატიონმა დაიკავა ალანდის კუნძულები. არმია სტოკჰოლმისკენ გაემართა, გზაზა ქალაქები აიღო, თუმცა დედაქალაქში აღარ შესულა, რადგან 1809 წლის 17 სექტემბერს ომი ფრიდრიხსგამის ზავით დამთავრდა. ბაგრატიონს დამსახურებებისთვის ინფანტერიის გენერლის ჩინი უბოძეს.

  

 პირადი ცხოვრება

 

ეკატერინე პავლეს ასული რომანოვი ბაგრატიონს პირად ცხოვრებაში ბედი არ წყალობდა. სამკურნალოდ წასვლის წინ აპრილის ბოლოს ის რამოდენიმე დღით პეტერბურგში დარჩა, სადაც მეუღლის საქმეების რწმუნებული ვ. ბოგოლიუბოვი ესტუმრა. ვენაში ფუქსავატური დროის ტარების გამო ეკატერინეს დიდი ვალები დაედო და ქმრისთვის ფულის სათხოვნელად რწმუნებული გამოუშვა. ეკატერინე პეტრეს ფულს დარცხვენილი კი არ სთხოვდა, არამედ ხმას ავრცელებდა თითქოს მას ვალები ქმრის გამო დაედო. ბაგრატიონმა ამის მიუხედავად დააკმაყოფილა მეუღლის თხოვნა.

 

ამ დროს ბაგრატიონი 43 წლის იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მათ შორის იმპერატორ ალექსანდრე I-ის და ეკატერინე. ეკატერინე ჯერ ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ზე უნდა გაეთხოვებინათ, თუმცა ეს საქმე ჩაიშალა და ის გაათხოვეს ოლდენბუგის უფლისწულ გეორგზე, რომელიც რუსეთის არმიაში ჩინით გენერალ-მაიორი იყო. გათხოვილმა ქალმა მაინც ვერ შეძლო ბაგრატიონის დავიწყება. არც ბაგრატიონი იყო მისდამი გულგრილი. ამ გარემოებით უკმაყოფილო იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ბაგრატიონის ოსმალეთის წინააღმდეგ გაშვება დააჩქარა.

 

  რუსეთ-ოსმალეთის ომი

როდესაც ბაგრატიონი მოლდავეთის არმიაში ჩავიდა, მისი მთავარსარდალი იყო ფელდმარშალი ალექსანდრე პროზოროვსკი. თუმცა ის 22 აგვისტოს გარდაიცვალა და არმიის მეთაურობა ბაგრატიონს დაევალა. ალექსანდრე I-ის ბრძანებით ბაგრატიონმა შეტევა წამოიწყო. მან დუნაი გადალახა და აიღო ციხე-სიმაგრეები: გაჩინა, გირსოვი და კიუსტენჯი. 17 სექტემბრს კი იერიში მიიტანა რასევატზე და აიღო ციხე-სიმაგრე. ამ გა

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 2421 | Downloads: 1 | Comments: 1 | Rating: 5.0/3 |
Total comments: 1
1 ირინა  
0
dzaan sainteresoa

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site