საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ხუთშაბათი, 28-მარტში-24, 19.42
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

არტემ ჯიჯიხია
[ ] 15-აგვისტოში-09, 10.27

არტემ ჯიჯიხია (დ. 1 იანვარი, 1874, – გ. 31 დეკემბერი, 1938), ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი (1919).

 

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1897 წ. კი დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი პოდპორუჩიკის წოდებით. 1893 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. წლების მანძილზე მსახურობდა თურქესტანში; ავტორია რეგიონის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღწერილობისა. 1907 წ. მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1910 წლიდან მსახურობდა პოლონეთში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; იბრძოდა აღმოსავლეთ პრუსიაში და ტყვედ ჩავარდა რუსეთის მე-15 არმიული კორპუსის კაპიტულაციის დროს 1914 წ. შემდგომში მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (1918-1921). სომხეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიენიჭა გენერლის წოდება (1919). საბჭოთა რუსეთის თავდასხმის დროს, 1921 წ. თებ., ხელმძღვანელობდა შემტევ ჯგუფს ლილოს ფრონტზე. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქტიურ მოღვაწეობას ჩამოშორებული იყო. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით 1938 წ.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 962 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site