საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ორშაბათი, 06-მაისში-24, 03.30
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე
[ ] 15-აგვისტოში-09, 10.12

ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე (დ. 22 ოქტომბერი, 1830, ყვარელი — გ. 9 მარტი 1897, თბილისი, დაკრძალულია ყვარელში) — თავადი, რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1880). 

სამხედრო სამსახური დაიწყო 1846 წ. ქართულ მილიციაში, რომელიც იცავდა კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან. მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის 1849 წელს წმ. გიორგის ჯვარი მიიღო იმპერატორისგან. 1850 წლის 23 აპრილს პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს. 1853-56 წლებში ყირიმის ომში მონაწილეობდა: იბრძოდა კავკასიის ფრონტზე; თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში. 1859 წ., დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, დანიშნეს დარგუს ოლქის მმართველად; 1865 წ. მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემგეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად გაამწესეს. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78 წწ.) დასაწყისში მოქმედ არმიაში იყო, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და ჭავჭავაძე კავკასიის მთიანეთში მიავლინეს. მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით ჭავჭავაძემ მოახერხა აჯანყების ჩაქრობა. 1880 წ. დანიშნეს დაღესტნი სამხედრო გუბერნატორად. დაჯილდოვებული იყო წმ. ვლადიმირის მეოთხე ხარისხის (1859) და წმ. ანასა და წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის (1861) ორდენებით.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 907 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site