საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ორშაბათი, 06-მაისში-24, 01.42
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი
[ ] 15-აგვისტოში-09, 10.01

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი (დ. 5 ივლისი, 1873, თბილისი, — 10 თებერვალი 1955, პარიზი), ქართველი სამხედრო-მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1917).

 

ქსნის ერისთავთა შთამომავალი. 1892 წ. დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და სამხედრო სამსახურში შევიდა. 1895 წ. პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და გაამწესეს ლაიბ-გვარდიის ცხენოსან არტილერიაში. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია (1903) და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა (1907). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05); პოლკოვნიკი (1908). პირველი მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში (1914 წ. 6 აგვ.) და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წ. აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წ. ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით იმყოფებოდა ანკარაში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 863 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site