საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ოთხშაბათი, 24-აპრილში-24, 09.18
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

გიორგი სააკაძე
[ ] 13-აგვისტოში-09, 12.30






სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა). სააკაძეთა გვარი მკრთალად თუ ძუნწად, მაგრამ მაინც ჩანს საუკუნეთა წიაღში. ყველაზე ადრეული წინაპარი – ჯანზურაბ სააკაძე, იხსენიება თამარ მეფის დროს, XII საუკუნის მიწურულს. შემდგომ – დონა სააკაძე, ბაგრატ V თანამებრძოლი (1386 წლის 21 ნოემბერს, თემურლენგის შემოსევის ჟამს, თბილისის დაცემისას მეფესთან ერთად წაუყვანია ტყვედ თემურლენგს). შემდეგ გიორგი სააკაძე, იხსენიება 1547 წლის საბუთში პატრონად. ივანე ჯავახიშვილის აზრით, პატრონად მხოლოდ მსხვილი ფეოდალები იწოდებოდა. გიორგის ოთხი ვაჟი ჰყოლია: ზეშთაელი, სიაუში, ზურაბი და ივანე. ამათგან მხოლოდ სიაუშს არგუნა ბედისწერამ მამობა ყველაზე სახელგანთქმული სააკაძისა.

სააკაძეთა გაძლიერება მხოლოდ და მხოლოდ მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან სიმონ I დიდს. გივი ჯამბურიას ცნობით: "1569-1578 წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი ,,ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.’’ ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად 1590-1607 წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა. მეფისადმი სააკაძეთა თავდაუზოგავი სამსახური ცხადად მტკიცდება ისტორიული საბუთებით.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰრონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606 გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩინდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. "ბატონყმური რიგის" დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის "მოკიდებული კაცნი" (სააკაძის დასი ან "პარტია") ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც.

 
”გიორგი სააკაძის უცნობი პორტრეტი”ლუარსაბმა ძალიან დაიახლოვა გიორგი სააკაძე. მას მამამისის თანამდებობა გადასცა და დანიშნა თბილისის მოურავად. ის 1608 წლისათვის თბილისის მოურავად იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, გიორგი იყო ცხინვალისა და დვალეთის მოურავიც. სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქციან ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.

სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609).

[size=14]ტაშისკარის ბრძოლა [/size]
1609 წლის ივნისში ქართლში ოსმალთა დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ ,,თათარხანის ჯარს’’ და ,,მგლის ტყაოსნებს’’ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის მეფე ლუარსაბი , რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. ბერი თევდორე უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები _ გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ ქვენადრისაკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს. ცხირეთში მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძის დიდი გაქანება სწორედ ასეთ სიტუაციებში მჟღავნდებოდა ხოლმე _ ურთულეს მდგომარეობაში გონივრული მოსაზრების ნიჭი და საზრიანი მოქმედების უნარი მოსდგამდა, მას შეეძლო მძიმე ვითარების თავის სასიკეთოდ შემობრუნება. ,,მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: ,,ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო’’, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკუიანი და გონიერი.’’– ბერი ეგნატაშვილი. სააკაძის რჩევით მეფე ცხირეთში გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში _ უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა თბილისიდან, ხოლო თვითონ ზაზა ციციშვილთან ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. მტერმა პირველად იგემა სააკაძის მძიმე მახვილის ძალა. გააფრთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების ,,გულსრული’’სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა. მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ქართლში იდგა, შუაგულში და გორისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთის მხრივ, მტრის დეევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.

მეფე ლუარსაბ და მოურავი გიორგი სააკაძე სოფელ ახალდაბასთან მივიდნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს თურქების დევნა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირით კი აღარ განეგრძოთ, არამედ ფონით მეორე მხარეზე გადასულიყვნენ, შემოევლოთ მტრისათვის დაშეერთებოდნენ შიდა ქართლიდან ნომავალ ჯარებს, მტკიცედ დამდგარიყვნენ სურამთან და ამგვარად ჩაეკეტათ მტრისათვის ბორჯომის მთავარი გასასვლელი _ თურქეთში მიმავალი ერთადერთი გზა"– პლატონ იოსელიანი.

მტერი ტაშისკარის ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ ,,მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი’’

,,ამ ომსა შინა მხნედ გამოჩდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან’’ – ვახუშტი ბაგრატიონი.


 [size=14]წავკისის ტრაგედია [/size]
სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა.. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა, თანხმობა მისცა დედოფლის გაშვებაზე.

რაკი, სააკაძის მოშორება გადაწყდა, შუა გზაზე გაჩერება შეუძლებელი იყო. გიორგი არ იყო უმწეო კაცი, რომ დაეყენებინათ და თავის მამულში ჩაეკეტათ. თავადების ასეთი უკომპრომისობა ადვილი ასახსნელია, მათ იციან, რომ ,,სააკაძე კაცი დიდად კარგი’’ არის, მაგრამ თავიანთი დიდგვაროვანთა ინსტიტუტი ყველა კარგ კაცს და მთელ ქვეყანას ურჩევნიათ. შეადგინეს სამოქმედო გეგმა და გადასწყვიტეს სააკაძე წავკისს მოეწვიათ მეფესთან სანადიროთ, იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.

წავკისში მეფე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა. ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს, უპირველესად მის პატიოსნებაზე და კეთილშობილებაზე, მეფისადმი ერთგულკებაზე. დიდ მოურავს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი დამსახურების კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, მითუმეტეს მეფისაგან არ მოელის ღალატს. ის სრულიად დამშვიდებული მოვიდა სიძესთან, ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს. 1620 წლის მაისი, მეფე გაეცალა სისხლიან ასპარეზს და სამოქმედო ასპარეზი ბნელი ძალების ხელში დატოვა. თუმცა, ბააკა ხერხეულიძემ შეძლო და მოახერხა ამ საშინელი საქმის აღსრულებამდე სააკაძის გაფრთხილება.

,,დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე’’ – ბერი ეგნატაშვილი.

ბააკა ხერხეულიძემ სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე ამ საქციელით. ბერი ეგნატიშვილი წერს რომ ,, დააჭრეს ცხვირ-პირი.’’ცხადია, თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არავინ ჩააგდებს ქვეყნისა და მეფის მოღალატის გამო, არავინ დაისჯის ასე თავს, მაგრამ მან დანამდვილებით იცის, რომ სააკაძე არა ქვეყნის მოღალატეა, არამედ ქვეყნისა და მეფის მხსნელია. ბააკა ხერხეულიძემ მოურავი ფასი იცოდა და სწორედ იმ რწმენით გაწირა თავი, რომ ქვეყნის სამაგალითო მამულიშვილს იხსნიდა.

ახლა ჯერი სააკაძეზე მიდგა, მას რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად უნდა ემოქმედა. მოურავი ახალუხის ამარა გავარდა გარეთ, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო, მოახტა პირველსავე შემხვედრ ცხენს და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან. მცველებმა მხოლოდ თვალი მოჰკრეს, როგორ მიჰქროდა სააკაძე.

სააკაძის კეთილშობილური ბუნება და მამობრივი გრძნობები გამოიკვეთა იმ დროს როდესაც ის წავკისიდან არა პირდაპირ ირანისაკენ, არამედ ჯერ ნოსტეში გაიქცა თავისი ცოლ-შვილის გადასარჩენად. მთავარი სიძნელე სწორედ ამის შემდეგ იწყება, ახლა ჯარებს უნდა დააღწიოს თავი. მათ ექვსიოდე მსახური წამოეწიათ, ცხენებიც იშოვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ გამობრუნებულიყვნენ და გიორგის სიმამრის ნუგზარ ერისთავი სამფლობელიომდე მიეღწიათ. გიორგიმ თავისი ოჯახითურთ იგივე გზა გამოიარა, რაც წინა ღამეს, სულ ტყე-ტყე იარეს, შეუსვენებლივ, ტანისამოსი შემოეგლიჯათ, ფეხისგულები დაუსისხლიანდათ და მცხეთის ახლოს ტყეში დადგნენ, რადგან გაზაფხული წყალდიდობის გამო მდინარე მტკვარი კალაპოტში ვერ ეტეოდა და მისი გადალახვა რთული იყო. მცხეთის ხიდის დასაზვერავად გაგზავნილმა მსახურმა კარგი ამბავი ვერ მოიტანა. ხიდს იცავდა სამოცი კაცი და ფხიზლად იყვნენ, გაიძახოდნენ დიდ მოურავსა და მის მხლებლებს შევიპყრობთო. გიორგი განრისხდა და გადაწყვიტა იერიშით აეღო ხიდი, მცველები დაეხოცა და ისე გადასულიყო მეორე მხარეს, მაგრამ გიორგი მსახურებმა არ გაუშვეს – ხმაურზე სხვებიც არ შემოუერთდნენ ხიდის მცველებს და საქმე არ დავიღუპოთო. სხვა გზა არ დარჩა, მოურავმა ,, გადასწერა ყველას პირჯვარი და პირველმა გადაუშვა ცხენი მდინარე მტკვარში მეორე ნაპირზე გასაცურავად. მას მიჰყვა მისი ცოლი და ყველა მხლებელი. ხიდის მცველებმა ვერ შეამჩნიეს მოურავი და მისი ოჯახი, რომელნიც მცხეთის ტაძრისაკენ გაეშურნენ მადლობის უფალი მაცხოვრისთვის შესაწირავად. ბედნიერი, მშვიდობიანი გზის სამადლობლად ოჯახმა ტაძარს 60 მარჩილად ღირებული ოქროს თასი შესწირა.’’ – პლატონ იოსელიანი.

სოფელ მისაქციელთან გიორგი სააკაძეს სიმამრი შეეგება. არაგვის მოხუცი..
Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: imhotep
Views: 1894 | Downloads: 0 | Comments: 2 | Rating: 5.0/2 |
Total comments: 2
2 ნოდარი  
0
ჩემი აზრით,თავის საქმის უბადლო მცოდნე იყო.მოგეხსენებათ,ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო და აკი ვერც სააკაძემ მოახერხა საქმის ბოლომდე მიყვანა! ხაზგასასმელია მისი ერთი საქციელი.აი, რას ამბობს ანტონ ფურცელაძე თავის გამოკვლევაში:ირანში გაქცეულ სააკაძეს, ქაიხოსრო ჯავახიშვილმა დედა გაუბახა.როცა უკან მობრუნდა,შეშინებული ქაიხოსრო იმერეთს გაიქცა. გიორგიმ კაცი დააწია გზაში,მაგ საქმისთვის არ მოვდივარ,უფრო დიდი დაქმე გვაქვს გასაკეთებელიო და აპატია ავხორცობა! მზგავსი მიმტევებლობა საქართველოს ისტორიაში, არსად წამიკიტხავს.თუმცა ამის შესახებ,არც ბარნოვი, არც სანიკიძე და მითუმეტეს არც ანტონოვსკაია არაფერს ამბობს. მის სახელს მარტო "დიდი მოურავობა"აკმარეს. ისტორია მას გმირად არ მოიხსენიებს და არც ეკლესიას შეურაცხავს წმინდანად. ჯერჯერობით,სამწუხაროდ ისტორია ვერ იძლევა პასუხს კითხვაზე:ვინ იყო გიორგი სააკაზე?

1 natia  
0
dzn magari adamianiiii :*:*

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site