საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
კვირა, 28-აპრილში-24, 19.51
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

დაუდ-ხანი
[ ] 15-აგვისტოში-09, 08.55
დაუდ-ხანი (დ. XVI საუკუნის II ნახევარი ― გ. XVII საუკუნის I ნახევარი), განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი 1625-1633 წლებში, წარმოშობით ქართველი, ალავერდი-ხანის ძე. ცოლად ჰყავდა თეიმურაზ I-ის და ელენე. დაუდ-ხანს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი სააკაძესთან და გარეული იყო მარტყოფის ბრძოლის მომზადებაში. 1625 წელს, როგორც შაჰის მოციქული, მონაწილეობდა თბილისის მახლობლად თეიმურაზ I-თან გამართულ მოლაპარაკებაში. იგი ცდილობდა, შაჰ-აბას I დაეყენებინა საქართველოს მიმართ უფრო კომპრომისეული პოლიტიკის გზაზე. 1629 წელს ირანში შაჰ-სეფი I-ის კარზე დაწინაურებულმა ქართველმა ბატონიშვილმა ხოსრო-მირზამ (როსტომი) მოახერხა დაუდ-ხანის ჩამოქვეითება. 1630-1631 წლებში სეფი I-მა დაუდ-ხანი მეჯლისიდან გააძევა. 1633 წელს დაუდ-ხანი აქტიურად მონაწილეობდა თეიმურაზ I-ის მეთაურობით სეფიანთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში. სეფი I-მა თეიმურაზს მოსთხოვა დაუდ-ხანის გაცემა, სანაცვლოდ პატიებას შეჰპირდა, მაგრამ თეიმურაზმა შაჰს უქრი შეუთვალა. დაუდ-ხანმს ოსმალეთს შეაფარა თავი. გარდა იმისა, რომ დაუდ-ხანი ნიჭიერი მხედართმთავარი იყო, მას სააღმშენებლო საქმიანობაშიც მიუძღოდა წვლილი, ააგო ბაზრები, ქარვასლები და სხვა.
Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 1072 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site