საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ხუთშაბათი, 25-აპრილში-24, 16.44
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ნიკო ბური
[ ] 14-აგვისტოში-09, 06.49

ნიკო ბური  1868–1933

ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (1868, მუხრანი ― 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე.

ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, დაიბადა მუხრანბატონთა სასახლეში 1868 წელს. რუსეთის მეფის ალექსანდრე III -ის კორონაციაზე 1881 წელს ის ქართველ დიდგვაროვნებს წარმომადგენდა.
1899 წელს პეტერბურგს გაემგზავრა, იქიდან - პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩავიდა. იმ ხანებში დაიწყო ინგლისელებია და ბურების ომი. ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. თავის მემუარებში ტრანსვაალის მომხრე მოხალისეთა რიგებში ჩარიცხვას ის ასე იხსენებს: ”ჩემს სამშობლოს მაგონებდა და უნდა მებრძოლა მათ დასაცავად”. მან გაიცნო ტრანსვაალის პრეზიდენტი პაულუს კრიუგერი, გამოჩენილი სარდალები პეტრუს ჟუბერსი და ლუის ბოტა. მას ორი ქართველი მებრძოლი ახლდა თან, რომლებიც, ასევე კაზაკების არმიაში მსახურობდნენ. ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი მონაწილეობდა პარტიზანულ მოძრაობაში. მამაცობის და შეუპოვრობისათვის მას პოლკოვნიკობაც კი მიანიჭეს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი "ბურებთან". პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ (1921) იგი ღიად ილაშქრებდა ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ, მან დაკარგა მთელი ქონება, თუმცა სასწაულით გადაურჩა 1920 წლის ბოლშევიკურ ”წმენდას”, რომელმაც ფაქტიურად გაანადგურა ქართული თავად-აზნაურობა. თავისი ცხოვრების ბოლო წლები მან უკიდურეს სიღარიბეში გაატარა.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 1244 | Downloads: 0 | Rating: 4.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site