საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ოთხშაბათი, 24-აპრილში-24, 09.15
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ბაგრატ III
[ ] 14-აგვისტოში-09, 06.35
ბაგრატ III  960-1014

გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე.

 ბაგრატ III ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე,  გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის, დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატ მესამე  პოლიტიკურ ასპარეზზე მაშინ გამოვიდა, როცა ქართულ სამეფო-სამთავროთა გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი იდგა.
საქართველოს გაერთიანების პროცესი სამეფო-სამთავროთა შორის დაპირისპირებით აღინიშნა. X საუკუნის დასაწყისიდან შიდა ქართლს "აფხაზთა" მეფეები ფლობდნენ. აფხაზეთში ბაგრატის ბიძა, დედის მხრიდან  უსინათლო და უშვილო თეოდოსი მეფობდა, რომელმაც ბაგრატი ასევე თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. 70-იან წლებში შინაფეოდალური ომების შედეგად აფხაზთა სამეფო დასუსტდა. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს მეფობაში (975-978). ამით ისარგებლეს კახეთის პოლიტიკურმა მესვეურებმა და დაიწყეს ბრძოლა ქართლისათვის. უპირატესობა აფხაზთა სამეფოს ჰქონდა, შემდეგ კახეთის სამეფო-სამთავრო გააქტიურდა. იდეა ქვეყნის გაერთიანებისა კი, აფხაზთა მეფის მიერ ქართლში ერისთავად დასმულ  იოანე მარუშისძეს ეკუთვნოდა. მან  შესთავაზა დავით III კურაპალატს ბაგრატის გამეფება. ბაგრატი დავითის შვილობილი იყო და ტაო-კლარჯეთის სამეფოს გარდა, მას დედის მხრიდან აფხაზეთისა და ქართლის ტახტიც ეკუთვნოდა. 975 წელს გადაწყდა ქართლის ტახტზე ბაგრატის გამეფება. მაგრამ ბაგრატის ქართლში გამეფების იდეა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა: გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა.
1001 წელს დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის იმპერატორი სასწრაფოდ ჩამოვიდა ტაოში და დავითის სამფლობელოები დაიკავა. ამასთან, ბაგრატს კურაპალატობა, გურგენს კი უფრო დაბალი ტიტული – მაგისტროსობა უბოძა. იგი ვარაუდობდა, რომ ამით მამა–შვილს შორის შუღლს ჩამოაგდებდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. საქართველოს ამ დროს ჯერ არ შეეძლო ბიზანტიის იმპერიასთან დაპირისპირება და თანაც ბაგრატს სხვა ტერიტორიებიც ჰქონდა შემოსაერთებელი, ამიტომ დავით კურაპალატის მთელი ტერიტორიები ბიზანტიის იმპერიას დარჩა. ბაგრატმა დავითისგან მემკვიდრეობით მხოლოდ „ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო.
1008 წელს გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან ბაგრატ III "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტულს ატარებდა.
1010 წელს ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად გაილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ, ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატ III აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.
ბაგრატ III მმართველობის ხანაში ბაგრატიონთა დინასტიამ მოიპოვა  საბოლოო გამარჯვება საუკუნოვან ბრძოლაში. ბაგრატ მეფე ასევე ითვლებოდა  ქართული მართლმადიდებლური რელიგიის  ქომაგად.
ბაგრატი გარდაიცვალა 1014 წელს 7 მაისს  ფანასკერტის ციხეში, ტაოში  და დაკრძალულია მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 2100 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site