საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სამხედრო ისტორია [11]
სამხედრო ისტორია
საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები [13]
საქართველოს ბრძოლოები [2]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 156
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 14-დეკემბერში-18, 16.40
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ისტორია » საქართველოს ბრძოლოები

განმარტებები
მორიგე ჯარი, მორიგე ლაშქარი, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სახეობა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში. წარმოადგენდა რეგულარული არმიის სისტემაზე გარდამავალ საფეხურს. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის 50-იან წლებში. საბოლოოდ გაფორმდა 1774 წელს მორიგის ლაშქრობის განაჩენით და მორიგე ჯარში გაუსვლელობისათვის 1776 წელს დამატებით გამოცემული განწესებით.
მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველყო. თავდაპირველად მორიგე ჯარში 5 ათასი მეომარი იყო. მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე). მორიგე ჯარი მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ მორიგე ჯარის არსებობა ხელსაყრელი არ იყო თავადებისათვის., ვინაიდან გლეხი ჯამაგირზე მყოფი სამხედრო მოხელის საშუალებით უშუალოდ მეფეს დაექვემდებარა და იგი ბატონისაგან ხსნას მეფის ხელისუფლების გაძლიერებაში ეძებდა. მორიგე ჯარი ბრძანებით არ გაუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი შესუსტება და ბოლოს სრული დაშლა. მორიგე ჯარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შენარჩუნების საქმეში.

მორიგის ლაშქრობის განაჩენი 1774, ძველი ქართული ადმინისტრაციული და სამხედრო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი. შეიმუშავა დარბაზმა. მოქმედებდა 1774 წლის იანვრიდან ქართლ-კახეთის სამეფოში (თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის გამოკლებით). შედგება შესავლისა და 37 მუხლისაგან. მორიგის ლაშქრობის განაჩენის შედგენის მიზანი იყო მუდმივი ლაშქრის — მორიგე ჯარის შექმნა. ამ გზით მეფე ერეკლე II ცდილობდა ფეოდალთა განკერძოებულობის შეზღუდვას და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ამიერედან ლაშქრად გაწევა უნდა მომხდარიყო არა შეწერით ან კომლზე კაცის დაძახებით, არამედ მოსახლეობის აღწერის დავთრების მიხედვით. ლაშქრობის შემძლე ყოველ მამაკაცს წელიწადში ერთი თვე უნდა ემსახურა სამეფო ლაშქარში. „სარდრები", მინბაშები და უზბაშები, როგორც უშუალოდ მეფისადმი დამორჩილებული მოხელეები, სამეფო ლაშქარში მებატონე ფეოდალზე მეტი ძალისანი იყვნენ. სამხედროდანაშაულისათვის სასჯელი ემუქრებოდა მაღალი წოდების წარმომადგენლებსაც. ისჯებოდა დანაშაულის განუცხადებლობაც (მუხლი 16).
მორიგის ლაშქრობის განაჩენმა შესაძლებელი გახადა სამეფოში ერთდროულად 5 ათასი მოლაშქრის გამოყვანა. 1787 წლისთვის ქვეყნის რეაქციული ძალების საერთო მცდელობის შედეგად, მორიგე ლაშქარი შემცირდა. მისი ადგილი დაიკავა დაქირავებული ჯარის თავისებურმა სახეობამ — მორიგე ყარაულმა.
Category: საქართველოს ბრძოლოები | Added by: Giorgi (26-მაისში-10)
Views: 882 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site