საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 156
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 14-დეკემბერში-18, 16.39
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

შალვა მაღლაკელიძე
[ ] 16-აგვისტოში-09, 05.37
გენერალი შალვა მაღლაკელიძე (* 1893 ― † 1970), ქართველი პოლიტიკოსი და ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.

 

ბერლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ფილოსოფიის დოქტორი იურისპრუდენციაში, მსახურობდა საქართველოს მთავრობაში 1918-1921 წლებში. 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი გახლდათ.

 

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ჩამოაყალიბა საზოგადოება ”ივერია” რიგაში (ლატვია), რომელსაც მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო 1933 წელს საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში დააარსეს ლატვიის ქართული საზოგადოება. როგორც საგოზადოების ყველაზე აქტიურ წევრს, მაღლაკელიძეს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრებთან საფრანგეთში.

 

ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო თეთრი გიორგის ორგანიზაციის (1925-1945) და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის (დ. 1942), რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. როგორც ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი ის უძღვებოდა კავკასიის კომიტეტს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

 

ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ-მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წელს კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობს. 1954 წლის 26 იანვარს დააფუძნა ორგანიზაცია ”საზღვარგარეთ ქართველ მეომართა კავშირი” მიუნხენში. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს.

 

სიცოცხლის ბოლო წლები რუსთავში გაატარა, გარდაიცვალა 77 წლის ასაკში.
გაგრძელება იხილეთ სტატიების კატალოგში, ისტორის განყოფილება, სამხედრო ისტორია, თემა ვერმახტის ქართული ლეგიონი
Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 1463 | Downloads: 0 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site