საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შაბათი, 18-მაისში-24, 20.12
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

ალექსანდრე III
[ ] 15-აგვისტოში-09, 09.24
ალექსანდრე III (გ. 1660), იმერეთის მეფე 1639-1660. გიორგი III-ის უფროსი შვილი. ებრძოდა გაძლიერებულ ფეოდალურ ანარქიას. მხარს უჭერდა თავის სიმამრს თეიმურაზ I-ს (ცოლად ჰყავდა თეიმურაზის ქალიშვილი დარეჯანი, ზურაბ არაგვის ერისთავის ქვრივი) ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თეიმურაზის გავლენით ურთიერთობა დაამყარა მოსკოვის სახელმწიფოსთან და რამდენჯერმე (1649, 1651, 1656) გაგზავნა ელჩები. 1651 წლის 9 ოქტომბერს ხელი მოაწერა მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების ფიცის წიგნს.

 

ალექსანდრე III ოცი წლის მანძილზე ებრძოდა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს. 1657 წელს კი, როცა ლევან II გარდაიცვალა, გაილაშქრა ოდიშზე, გადააყენა ლიპარიტ დადიანი და მთავრად თავისი ერთგული კაცი ვამეყ III დადიანი დანიშნა (1658), გურიის მთავრადაც თავისი მომხრე დემეტრე სიმონის ძე დასვა. ამით ორივე სამთავრო დაიმორჩილა და შეძლო დროებით განემტკიცებინა იმერეთის საშინაო მდგომარეობა.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 800 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site